14 სექტემბრიდან პროდუქციის დეკლარირების წესი შეიცვალა. პროდუქციის დასახელების აკრეფვის ნაცვლად, საჭიროა მხოლოდ პროდუქციის კატეგორიის არჩევა, მაგ.: ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, სხვადასხვა მზა პროდუქცია, ელექტრო მოწყობილობები და ა.შ.
ახლო მომავალში საბაჟო პროცედურები გამარტივდება, რის შესახებაც დამატებით გაცნობებთ.
ძალიან მწირია ჩამონათვალთა ნუსხა რის გამოც ძალიან გამიჭირდა შესაბამისი სახეობის მოძებნა , რომ ჩემი პროდუქცია შესაბამის სახეობაში მომექცია. იქნებ გაზარდოთ ეს ნუსხა, რომ გაადვილდეს პროდუქციის ზუსტ სახეობაში მოთავსება. ეს ალბათ თქვენც და მომხმარებელსაც დაეხმარება თავიდან აიცილონ პროდუქციის შეცდომით სხვა კატეგორიაში მოთავსებისაგან.
ReplyDeleteგეთანხმებით, რომ ჩამონათვალი მწირია, არსებობს სიის ვრცელი ვერსია, რომელიც გვერწმუნეთ არავის არ მოეწონება რადგან ჩამონათვალი 300-ზე მეტ კატეგორიას მოიცავს, სასურველი კატეგორია კი შესაძლოა მაინც ვერ ნახოთ. ჩვენ შეგნებულად შევკვეცეთ სია და მსგავსი მოკლე ვარიანტი შემოგთავაზეთ. მაგალითად სიის ვრცელ ვერსიაში არის: ჯორცხენები, ცხვრები და ა.შ. იხილეთ: http://www.mof.ge/3321
ReplyDeleteთუ თქვენი პროდუქცია არ არის რომელიმე კატეგორიაში, უბრალოდ მიუთითეთ კატეგორია: "სხვა მზა ნაწარმი".
საბაჟო პროცედურებზე რას გვეტყვით ახალს? მხოლოდ ამის გამო ვიკავებ თავს
ReplyDeleteსაბაჟო პროცედურები მალე სასწაულად გაიოლდება და შეიძლება აღარც იყოს და პირდაპირ ჩვენგან აიღოს მომხმარებელმა. ველით მათგან სიახლეს რომელიც წესით უკვე მალე უნდა იყოს.
ReplyDeleteთუ ტანსაცმელიც არი და ფეხსაცმელიც მაშინ რა ჩავწეროთ
ReplyDeleteGiorgi - დააკვირდით იქ არის დამატება ღილაკი, შეგიძლიათ რამოდენიმე პროდუქტი დაამატოთ. თქვენს შემთხვევაში გამოყავით ცალკე ტანსაცმელი და დაუწერეთ ღირებულება, შემდეგ დააჭირეთ დამატებას და დაამატეთ ფეხსაცმელი - თავის ღირებულებით.
ReplyDeleteგამარჯობათ... დაახლოებით რამდენ ხანში იქნება საბაჟო პროცედურაში ცვლილებები? მიახლოებითი თარიღი მაინც არ იცით? ერთი თვე, ორი თვე?...
ReplyDeletemikheil - ჩვენ არ ვიცით სამწუხაროდ. ზოგადი ინფორმაციით მალე - ანუ 1 თვის ვადაშიო, მაგრამ კონკრეტული დოკუმენტი ან თარიღი არავის მოუყვანია.
ReplyDeleteდა დაახლოებით როგორ შეიცვლება საბაჯო პროცედურები ? დარწმუნებული ვარ რო 300 ლარზე საბაჯოს ჩამოყვანით ადამიანების უმეტესობამ გადაიფიქრაა ინტერნეტ შოფინგი 300 ლარს რაც ცდება იმ ნივთებზე... და იმედია ამსაც შეეხება ცვლილება ჩვენს სასიკეთოდ თქვენით ძალიან კმაყოფილი ვარ და იმედია ამითაც გაგვახარებთ
ReplyDeleteმიმდინარე კვირაში გავავრცელებთ ინფორმაციას. საბაჟო პროცედურები გამარტივდება და საგრძნობლად.
ReplyDelete