მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ მომდევნო კვირიდან 2 რეისის ნაცვლად ამერიკიდან გამოიგზავნება უკვე 3 რეისი და დაჯგუფდება შემდეგნაირად:
I რეისი - ორშაბათი
II რეისი - სამშაბათი, ოთხშაბათი
III რეისი - ხუთშაბათი, პარასკევი
ეს ნიშნავს, რომ ორშაბათს მისული ამანათები გამოიგზავნება ცალკე პირველ რეისზე, სამშაბათს და ოთხშბათს მეორე რეისზე ხოლო ხუთშაბათს და პარასკევს მესამე რეისზე. ჩამოსვლის საშუალო ვადა 1 კვირა. შაბათ-კვირას როგორც წესი ფოსტები არ მუშაობენ.
რას ნიშნავს ეს?
პირველ რიგში ამერიკიდან ხშირ-ხშირად ამანათების გამოგზავნით ჩამოფრენის ვადები შემცირდება, რადგან დიდი ტვირთის ბევრ ნაწილად დაყოფით მათი სამგზავრო თვითფრინავით ტრანსპორტირებაც იქნება შესაძლებელი.
ასევე, მათთვის ვისაც ძალიან მცირე ზომის ამანათები ჩამოსდის და სურს დაყოვნების სერვისით ისარგებლოს, რათა წონის დამრგვალებისას არ იზარალოს, მომდევნო კვირიდან ვგეგმავთ სისტემაში ახალი - 1 კვირიანი დაყოვნების ფუნქციის დამატებას. ყველა ის ამანათი, რომელსაც მომხმარებელი მონიშნავს ამანათების მართვის პანელში, რომ შეჩერდეს, გამოიგზავნება მომდევნო კვირის რეისით, ანუ საშუალოდ 7 დღეში, სხვა მიღებულ ამანათებთან ერთად. აღნიშნული სერვისის გააქტიურების თარიღს დამატებით გამოვაცხადებთ.
ჩვენ განვაგრძობთ მომსახურების დახვეწას და ახლო მომავალში კიდევ სხვა საინტერესო სიახლეებსაც გპირდებით
ძალიან მაგრები ხართ.
ReplyDeletewow
ReplyDeleteდაყოვნების სერვისი რა მაგარია!
loveit <3
ყველამ იცოდეთ და არ დაგავიწყდეთ USA2GEORGIA არის საუკეთესო კომპანია რომელიც ყველაზე კარგ პირობებს გვთავაზობს! ძალიან მაგრები ხართ და ღმერთმა უფრო მეტს მიგაღწევინოთ! ნამდვილად იმსახურებთ დიდ წარმატებებს!
ReplyDeleteმართლაც ძალიან ყურადღებით ხართ თქვენი მომხმარებლის მიმართ და კარგია,რომ დროდადრო ასეთ კარგ სიახლეებს გვთავაზობთ:)
ReplyDeleteასე გააგრძელეთ:):)
საღოლ, ძალიან მაგრები ხართ, მასე გააგრძელეთ ;)
ReplyDeleteდაყოვნების სერვისი! ნამდვილად კარგი სერვისი დაგიმატებიათ, მაგრამ შემოგთავაზებთ უფრო უკეთეს და მარტივ ვარიანტს. თქვენ რომ გქონდეთ 300 გრამამდე ნაკლები ტვირთის დამტგვალება 300–მდე და 300–ზე მეტი ტვირთის ზუსტი წონით ანგარიში მაშინ თქვენ ნამდვილად გაიმარტივებთ ცხოვრებას და თქვენს ერთულ კლიენტებსაც ძალზე გაახარებთ. გულწრფელად გისურვებთ წარმატებებს.
ReplyDeleteძალიან გამეხარდა დამატებითი რეისი.უფრო მალე ჩამოვა შეკვეთილი პროდუქციაააა.ერთადერთი,რომ შაბათ-კვირას რომ ფოსტა არ მუშაობს ეგ წელავს ვადებს და ზოგი ამანათი ჩემამდე 2 კვირაში მოდის.
ReplyDeleteშეყოვნების სერვისი მართლაც ძალიან კარგია და მიხარია თქვენს სერვისს რომ დაემატა.
ra magariaaaa!
ReplyDeleteანუ თუ ორი პატარა ამანათი გაქვს, ჯამური წონით გამოიგზავნება?
ReplyDeleteდიახ, რადგან ორშაბათიდან დამრგვალება აღარ მოხდება, თუ მაგ.: 0.1კგ და 0.3კგ წონის ამანათები გაქვთ, გადაიხდით 0.4კგ-ის მიხედვით.
ReplyDeleteმოზრდილ ამანათებზე ფასი არ დაიკლებს,ან რამე ბონუსები არ იქნება??
ReplyDeleteეს კაი სიახლეა რა თქმა უნდა...
მშვენიერია! ეგრე გააგრძელეთ
ReplyDeleteყველაფერი კაი მაგრამ ძალიან აგვიანებთ ამანათების გაცემას, რა, დღეს ჩამოვიდა ჩემი ამანათი და გაცემა ორშაბათს დაიწყებაო, გამოდის 2 კვირანახევარი გინდათ რომ ჩემამდე მოიტანოთ,ძალიან ხანგრძლივია.
ReplyDeleteketusi - რაღაც გაუგებრობაა. მარჯვენა მხარეს რეისების თარიღები აღნიშნავს ამანათების გაცემას ოფისიდან. დღეს გაიცა ამანათები, ორშაბათს დარჩენილების საკურიერო იწყება, თუ ამას გულისხმობთ საკურიეროც მალე დაჩქარდება და მალევე იქნება ხოლმე.
ReplyDelete2 კვირანახევარი ნამდვილად არ სჭირდება, მითუმეტეს რომ რეისები დიდი ხანია უკვე არ გადადებულა. დღეს მაგალითად 23 სექტემბერს გაიცა 9-13 სექტემბრის ამანათები. ეს რეისი 14-ში გამოფრინდა.
ხვალ 24 სექტემბერს გაიცემა 14-15 სექტემბრის ამანათები. ეს რეისი 16-ში გამოფრინდა.
GLS Group
ReplyDeleteრავიცი,ჩემს შემთხვევაში ასე გამოდის
9 სექტემბერს ამერიკის მისამართე მისული ამანათი ჩამოვიდა და საკურიერო სერვისი დაიწყებაო ორშაბათს 27-ში,ხომ გამოდის ორკვირანახევარი!
14 და 15 სექტემბერს ჩასული ამანათი ერთი რეისით გამოიგზავნა და ამის საკურიერო სერვისი სამშაბათს დაიწყება--ზუსტად 2 კვირაა.ტრანსპორტირების საფასური გადახდილი მაქვს.
რა თქმა უნდა თუ საკურიერო სერვისი დაჩქარდება ძალიან ბევრი ადამიანი იქნება მადლობელი ჩემის ჩათვლით.
დღეს თუ მოგივიდათ ტვირთი ამ კვირაში რომელიმე რეისით გამოგზავნით ?
ReplyDeleteJazzoline - ამ სტატიის დასაწყისში აღნიშნულია თუ რომელ დღეებში მისული ამანათები ჯგუფდება. გთხოვთ იხილოთ. დაჯგუფების შემდეგ მეორე სამუშაო დღეს იგზავნება რეისი და საშუალოდ 1 კვირაში ჩამოდის.
ReplyDeleteketusi ამერიკაში ამანათის მისვლიდან კურიერის თქვენთან მოსვლამდე ასე გამოდის დიახ. მესამე რეისი სწორედ ამისთვის დავამატეთ, რომ ხშირ-ხშირად გამოიგზავნოს და უფრო მალე ჩამოვიდეს. მუდმივად მიმდინარეობს როგორც რეისების განრიგების, ასევე საკურიერო მომსახურების დახვეწა. ბუნებრივია ჩვენ ყველა მომხმარებლის მოსაზრებას მაქსიმალურად გავითვალისწინებთ. გმადლობთ ყველას რეკომენდაციებისთვის.
ReplyDeleteukacravad ra mainteresebs icit amanati saitidan gamigzavna 27sh aq rodis chamova?
ReplyDeleteსამწუხაროდ მაღაზიიდან გამოგზავნით ვერ მივხვდებით, რადგან სანამ ამერიკაში ჩვენს საწყობამდე არ მოვა ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ ამანათს.
ReplyDeleteყველაფერი ძალიან კარგია მაგრამ რეისები რო გვიან ჩამოდის (ორშაბათს გამოსული შემდეგ ხუთშაბათს) მაგასთან დაკავშირებით თუ აპირებთ რამის გამოსწორებას? 11 დღე ძალიან დიდი დროა, ადრე 6 დღე უნდებოდა როგორც მახსოვს.
ReplyDeleteVako - მოსალოდნელია, რომ ორშაბათს ამერიკაში შესული ამანათი მიიღოს მომხმარებელმა მომდევნო კვირის ორშაბათს ან სამშაბათს. ეხლაც ასე იქნება, 4 ან 5 - ში გაიცემა 27-ში მისული ამანათები.
ReplyDeleteმაქსიმალურად ვეცდებით რომ ტრანზიტის დრო შევამციროთ რეისებზე. გმადლობთ რეკომენდაციებისთვის.
დათქმულ დროს მივიღე ამანათი,ერთი ორშაბათს მეორე კი სამშაბათს.მშვენიერი შეფუთული იყო.
ReplyDeleteთქვენი სერვისით ხშირად ვაპირებ რომ ვისარგებლო
კომენტარის დაწერის სისტემას თუ გაამარტივებთ მადლიერი ვიქნები,ძალიან ძნელად წამოვა ხოლმე
გმადლობთ ketusi, ეს ბლოგი Google-ის ტექნოლოგიით მუშაობს, კომენტარების დაწერაზე თუ პრობლემა გაქვთ ხოლმე, იქნებ ელ-ფოსტით მოგვწეროთ დეტალები, აუცილებლად გავეცნობით და შევეცდებით დაგეხმაროთ.
ReplyDeletezalian kargia kvirashi sami reisi, tumca jer shegavati ver vigrzeni. 30-shi gamogzavnili amanati 11 shi chamomdis da amaze didi davianeba ar iyo roca kvirashi 2 reisi xorciledeboda. ikneb am mimartulebitac imushaobt rom 1 kviraze meti ar chirdebodes chamosvlas.
ReplyDeleteLana - 11 წერია მაქსიმალური ვადა. თქვენ H5546547 რეისზე საუბრობთ, რომელიც სავარაუდოთ უფრო 8 ში გაიცემა, დამატებით კიდევ დავწერთ. აჩქარებით აჩქარდება ჩამოსვლა აუცილებლად. მაგ.: H5535010 რეისიც სავარაუდოთ ადრე გაიცემა. ვმუშაობთ ამ მიმართულებით, ცოტა თბილისისკენ ჭირს რეისები, მაგრამ ლაგდება ნელ-ნელა.
ReplyDeleteდაყოვნება როგორ მუშაობს ვერ გავიგე.
ReplyDeleteსად უნდა მოვუნიშნო ამანათს რომ დაყოვნება მინდა?
LEVA1989 - ჯერჯერობით არ გამოგვიცხადებია დაყოვნება. სხვა უფრო საჩქარო რაღაცეები ჩავრთეთ - როგორიცაა წონის დამრგვალების გაუქმება და ყოველდღიური რეისები.
ReplyDeleteამანათების დაყოვნების სერვისი ამოქმედდა უკვე?
ReplyDeleteამდენი ხნის წინ დაწერეთ ჩაირთვებაო და კიდევ არ ჩაგირთვიათ ეს სერვისი. ეხლა მაგის გამო 48$ უნდა გადავიხადო განბაჟებისთვის..
ReplyDeleteრა რთული გასაკეთებელი ეგ არის რომ გახადოთ შესაძლებელი ერთი ამანათის შეყოვნება და შემდეგ რეისზე იყოს მისი გამოგზავნა შესაძლებელი..
გეთანხმებით, დიდი ხნის წინ დაიწერა თუმცა იგეგმებოდა და ეს არ იყო დაპირება. ამის შემდეგ ჩვენ დავიწყეთ ყოველდღიური რეისები და მოვხსენით წონის დამრგვალება. ზოგადად განბაჟება უწევს ერთი რეისით, ერთი მაღაზიდან 24 საათში ერთხელ მიღებულ 300 ლარზე მეტი ღირებულების ამანათებს.
ReplyDeleteდაყოვნების ფუნქცია ტექნიკურად საკმაოდ ადვილი გასაკეთებელია, თუმცა ადგილზე ამის ორგანიზება გახდა რთული. ჯერ-ჯერობით ამ სერვისს ვერ გთავაზობთ, მაგრამ სხვა სერვისები რომელიც ამ კომენტარშია ნამდვილად აკომპენსირებს ამ უარყოფით მომენტს.
იმაში გეთანხმები რომ სხვა ჩამოთვლილი სერვისები მართლაც კარგია, მაგრამ ეს დაყოვნების სერვისის ავტომატიზაციას თუ ვერ აკეთებთ ისე მაინც დაუშვით ხოლმე გამონაკლისი. ხო გიწერიათ საიტზე რომ თქვენ იმ კომპანიის ოფიციალური წარმომადგენლობა ხართ, ხოდა რამოხდება რომ დაურეკოთ ხოლმე და თხოვოთ რომ 1 გარკვეული ამანათი ერთი რეისი შემდეგ გამოუშვან. თან ხშირად არ მოგიწევთ 1000 ში 1 ხელ თუ მოგიწევთ მაგის გაკეთება.
ReplyDeleteყველას ჩემსავით ხო არ მოუვა რომ ჯერ ამაზონმა ვერ აიღო თანხა და იმიტომ დაუახლოვდა ორი შეკვეთის მიღების დრო ერთმანეთს, შემდეგ სადღაც ტორნადოს გამო უფრო მალე რომელიც უნდა მიმეღო ის შეყოვნდა და ისე გამოდიოდა რომ ორივე ერთ დღეს მოდიდა და ჯამში 270$ გამოდიოდა.. მაგის განბაჟება თუ გადავიხადე აღარც მიღირს იქიდან გამოწერა, აქ ყიდვა უფრო იაფი დაჯდება..
ბოლოს ამაზონი დამეხმარა და უკან მოაბრუნა ერთი ამანათი და ავცდი მაგ განბაჟებას, მაგრამ ერთ კვირას ვკარგავ.
მოკლედ იმის თქმა მინდა რომ თუ ავტომატურად სისტემიდან არ კეთდება ეგ შეყოვნება, ხანდახან მაინც დაუშვით ხოლმე გამონაკლისი და ნუ გვეტყვით რომ იცით ჩვენ ეს სერვისი არ გვაქვს და ვერ დაგეხმარებით (მერე რა რომ შენ ამდენით ზედმეტის გადახდა მოგიწევს) და დაუკავშირდით ხოლმე ამერიკაში და თხოვეთ იმ ამანათის შეჩერება.
პ.ს ძალიან კმაყოფილი ვარ თქვენი სერვისით და ვაფასებ იმას რომ ასრულებთ კლიენტების თხოვნებს და ბევრ სიახლეს გვთავაზობთ, მაგრამ ამასაც თუ იზამთ უკეთესი იქნება :)
იმის ახსნა თუ რატომ არ გამოდის ეს - შორს წაგვიყვანს. სამწუხაროდ ეს ჯერ ტექნიკურად შეუძლებელია. დარეკვა და თხოვნა პრობლემა არ არის. აი პრობლემა მაშინ ხდება თუ ამანათი უკვე დიდ ყუთებშია ჩადებული და პალეტებზე დაბმული, ეს კი ყოველ დღიურად ხდება და ყოველი წუთი დათვლილია, რომ მოვიდეს სატვირთო მანქანა, დროულად წაიღოს ტვირთი აეროპორტში და გამოიგზავნოს.
ReplyDeleteგასაგებია რაშიც არის პრობლემა, მაგრამ მიღებამდე თუ მონიშნე შეყოვნება მემგონი შესაძლებელია მაგის გაკეთება რომ ეცოდინებათ იმ ამანთის ნომერი რომელიც პალეტებზე არ ჩადონ და მეორე რეისს გააყოლონ.
ReplyDeleteNo Dar - დიახ მარტივი იქნება, იქ რომ ასობით ამანათი იყოს და არა ათასობით :) ასევე თუ ამ ფუნქციას ათასობით ადამიანი გამოიყენებს და საჭირო იქნება ყოველ დღე ამის კონტროლი. შეუძლებელი არაფერია, ალბათ შეამჩნევდით, რომ სიახლეების დანერგვა ჩვენ არ გვაშინებს, უბრალოდ დაყოვნების ფუნქციის ჩართვას დრო დასჭირდება რომ დაინერგოს, ასევე სხვა მატერიალურ-ტექნიკური ბაზა იქნება მოსამზადებელი ამისთვის.
ReplyDeleteსაახალწლოდ ბევრამანათს ველოდები და აბა თქვენიცით შეფერხხების და რამე მიზეზების გარეშე ჩამოიტანეთ... :)
ReplyDelete