Thursday, April 1, 2010

სუპერ კომპაქტიზაცია - ეს რეალობაა

ჩვენმა ამერიკულმა კომპანიამ ამერკიკაში შეიძინა სპეციალური მოწყობილობა ამანათების შესამცირებლად. ეს მოწყობილობა ყუთებს და პარკებს პრესავს და ამჭიდროვებს 20-ჯერ (ანუ "დაჭეჭყავს"). ამის შედეგად ადვილი წარმოსადგენია, რომ ტრანსპორტირების ღირებულებაც 20-ჯერ შემცირდება.

უახლოეს მომავალში საქართველოში გამოგზავნიან სხვა მოწყობილობას, რომელიც ამ შემჭიდროვებულ ამანათებს გაშლის და პირვანდელ მდგომარეობას დაუბრუნებს.

ნუ გადაიხდით ზედმეტს - ისარგებლეთ სუპერ კომპაქტიზაციის სერვისით დღეს.

16 comments:

  1. მერე მაგ "დაჭეჭყვაში" რამე ხომ არ დაზიანდება?

    ReplyDelete
  2. დაზიანდება აბა რა

    ReplyDelete
  3. წარმომიდგენია ჩემი კომპიუტერის ვიდეო კარტა კარგად დაჭეჭყილი რომ ჩამოვიდეს აქ :D

    ReplyDelete
  4. რა ჯობია კარგად დაჭეჭყილ ნივთებს :D :lol:

    ReplyDelete
  5. თუ ეს საპირველაპრილო ხუმრობა არაა, როგორ ვისარგებლოთ და დაზიანების შემთხვევაში ვინ აგებს პასუხს???

    ReplyDelete
  6. მდა, იმედია ეს სერვისი სავალდებულო არ იქნება

    მე პირადად ვერ წარმომიდგენია რისი დაჭეჭყვა შეიძლება გარდა ნასკების :D

    > "ამის შედეგად ადვილი წარმოსადგენია, რომ ტრანსპორტირების ღირებულებაც 20-ჯერ შემცირდება."

    რომც დაჭეჭყო, მასა იგივე დარჩება, და არ მგონია 20–ჯერ რომ შემცირდეს ტრანსპორტირების ხარჯი თქვენთვის...

    ReplyDelete
  7. დღეს პირველი აპირილია, საღოლ კარგად გაიღადავეთ :)))

    ReplyDelete
  8. barem tvtitmfrinavi dachechyet da ise gamoagzavnet shemdegi reisit, mere transportirebis girebulebis gadaxda vabshe agar mogviwevs :D

    ReplyDelete
  9. ეს კომპრესორი კარგი რამაა ღმერთმანი, მაგრამ ალიბაბაზე ტელეპორტერს მოვკარი მოვკარი სადღაც თვალი და იქნებ მაგაზე გეფიქრათ, ეს ერთკვირიანი მოლოდინი ძალიან დამღლელია.

    ReplyDelete
  10. საღოლ, ბევრი ვიცინე, განსაკუთრებით "განმჭეჭყელ" მანქანაზე ვიცინე რომელსაც თბილისში დააყენებთ:)

    ReplyDelete
  11. იმას ნამდვილად გაუმართლა ვისაც "დუტი კურტკის" ჩატენვა უნდოდა ჩექმქში:))))

    ReplyDelete
  12. ლოლ, ჩაგეთვალათ.
    ამით ხომ ყველა კონკურენტს მოსპობთ.

    ReplyDelete
  13. რატო კაი იქნებოდა ოთხად გაკეცილი ლეპტოპი. :D

    ხო მართლა რა ეტაკა ამ(H5088455) რეისს?
    თუ ეს ჩვეულებრივი რეჟიმია?

    ReplyDelete
  14. wina reisis dagvianebis gamo , gadaiwia amis darigebam paraskevistvis (xutshabatis nacvlad) magram radgan paraskevi arasamushao dgea , amitom shabats mogvcemen amanatebs :)

    anu naxevrad "chveulebrivi rejimia" :D

    ReplyDelete
  15. რა ეტაკა ამ(H5088455) რეისს?
    დაიჭეჭყა.

    ReplyDelete
  16. Xo da sanam im aparats gamogzavnian, manamde dachechyili amanatebi gaicema albat :D

    ReplyDelete