ჩვენმა ამერიკულმა კომპანიამ ამერკიკაში შეიძინა სპეციალური მოწყობილობა ამანათების შესამცირებლად. ეს მოწყობილობა ყუთებს და პარკებს პრესავს და ამჭიდროვებს 20-ჯერ (ანუ "დაჭეჭყავს"). ამის შედეგად ადვილი წარმოსადგენია, რომ ტრანსპორტირების ღირებულებაც 20-ჯერ შემცირდება.
უახლოეს მომავალში საქართველოში გამოგზავნიან სხვა მოწყობილობას, რომელიც ამ შემჭიდროვებულ ამანათებს გაშლის და პირვანდელ მდგომარეობას დაუბრუნებს.
ნუ გადაიხდით ზედმეტს - ისარგებლეთ სუპერ კომპაქტიზაციის სერვისით დღეს.
მერე მაგ "დაჭეჭყვაში" რამე ხომ არ დაზიანდება?
ReplyDeleteდაზიანდება აბა რა
ReplyDeleteწარმომიდგენია ჩემი კომპიუტერის ვიდეო კარტა კარგად დაჭეჭყილი რომ ჩამოვიდეს აქ :D
ReplyDeleteრა ჯობია კარგად დაჭეჭყილ ნივთებს :D :lol:
ReplyDeleteთუ ეს საპირველაპრილო ხუმრობა არაა, როგორ ვისარგებლოთ და დაზიანების შემთხვევაში ვინ აგებს პასუხს???
ReplyDeleteმდა, იმედია ეს სერვისი სავალდებულო არ იქნება
ReplyDeleteმე პირადად ვერ წარმომიდგენია რისი დაჭეჭყვა შეიძლება გარდა ნასკების :D
> "ამის შედეგად ადვილი წარმოსადგენია, რომ ტრანსპორტირების ღირებულებაც 20-ჯერ შემცირდება."
რომც დაჭეჭყო, მასა იგივე დარჩება, და არ მგონია 20–ჯერ რომ შემცირდეს ტრანსპორტირების ხარჯი თქვენთვის...
დღეს პირველი აპირილია, საღოლ კარგად გაიღადავეთ :)))
ReplyDeletebarem tvtitmfrinavi dachechyet da ise gamoagzavnet shemdegi reisit, mere transportirebis girebulebis gadaxda vabshe agar mogviwevs :D
ReplyDeleteეს კომპრესორი კარგი რამაა ღმერთმანი, მაგრამ ალიბაბაზე ტელეპორტერს მოვკარი მოვკარი სადღაც თვალი და იქნებ მაგაზე გეფიქრათ, ეს ერთკვირიანი მოლოდინი ძალიან დამღლელია.
ReplyDeleteსაღოლ, ბევრი ვიცინე, განსაკუთრებით "განმჭეჭყელ" მანქანაზე ვიცინე რომელსაც თბილისში დააყენებთ:)
ReplyDeleteიმას ნამდვილად გაუმართლა ვისაც "დუტი კურტკის" ჩატენვა უნდოდა ჩექმქში:))))
ReplyDeleteლოლ, ჩაგეთვალათ.
ReplyDeleteამით ხომ ყველა კონკურენტს მოსპობთ.
რატო კაი იქნებოდა ოთხად გაკეცილი ლეპტოპი. :D
ReplyDeleteხო მართლა რა ეტაკა ამ(H5088455) რეისს?
თუ ეს ჩვეულებრივი რეჟიმია?
wina reisis dagvianebis gamo , gadaiwia amis darigebam paraskevistvis (xutshabatis nacvlad) magram radgan paraskevi arasamushao dgea , amitom shabats mogvcemen amanatebs :)
ReplyDeleteanu naxevrad "chveulebrivi rejimia" :D
რა ეტაკა ამ(H5088455) რეისს?
ReplyDeleteდაიჭეჭყა.
Xo da sanam im aparats gamogzavnian, manamde dachechyili amanatebi gaicema albat :D
ReplyDelete