Friday, September 1, 2017

ახალი ვებ-გვერდის განახლება

გრძელდება ახალი ვებ-გვერდის დახვეწის პროცესი. დღეს სისტემას დაემატა მენიუ, ეკრანის მარჯვენა ზედა ნაწილში, საიდანაც ნებისმიერ დროს მარტივად გახსნით ტერმინალის შტრიხ-კოდს, შეავსებთ ბალანსს, შეცვლით პარამეტრებს და ა.შ.

დესკტოპ ვერსიაში ეკრანის მარცხენა მხარეს, მენიუს ქვეშ დაემატა რეისების განრიგიც.

შეგახსენებთ, რომ სასურველი ფილიალის გადართვა შეგიძლიათ როგორც პარამეტრებიდან -> ფილიალის პარამეტრები, ასევე ცალკეულ რეისზე, განყოფილებაში “გამოგზავნილი”.

ვებ-გვერდის დახვეწის პროცესი კვლავ გაგრძელდება და მას უახლოეს პერიოდში სხვა დამატებითი ფუნქციებიც დაემატება.

მადლობა ყველას საინტერესო რჩევებისთვის ფეისბუკზე და ელ-ფოსტაზე. სურვილები ფუნქციების დამატებასთან დაკავშირებით შეგიძლიათ კვლავ მოგვწეროთ ელ-ფოსტაზე idea@usa2georgia.com.

3 comments:

  1. კარგი იქნებოდა მობილური აპლიკაცია, რომ დახვეწოთ და გააკეთოთ, უფრო მოხერხებულია.

    ReplyDelete
  2. კარგი იქნება თუ ანდროიდზე გააკეთებთ ოფიციალურ აპლიკაციას : )))

    ReplyDelete
  3. დამტანჯა მობილურიდან, იქნებ მაგაზეც იზრუნოთ:))

    ReplyDelete