Wednesday, December 2, 2015

Amazon ჰიბრიდულ დრონს აანონსებს

ახალი დრონი 89კმ/სთ-მდე სიჩქარეს ანვითარებს.

ინტერნეტ-მაღაზია Amazon-მა ახალი უპილოტო საფრენი აპარატი წარმოადგინა, რომელიც ამანათების მომხმარებლებისთვის მიწოდებას შეკვეთიდან 30 წუთის განმავლობაში შესძლებს. დრონი-კურიერი შვეულმფრენის და თვითფრინავის ტექნოლოგიების ერთგვარი ჰიბრიდია, რაც საშუალებას აძლევს მას გადაფრინდეს 24კმ-ზე 89კმ/სთ სიჩქარით.

წინა პროტოტიპისგან განსხვავებით, ახალი მოდელი შედარებით დიდი ზომისაა. ის ხმელეთიდან ვერტიკალურად ფრინდება, შემდეგ კი ჰორიზონტალურად მიფრინავს დანიშნულების პუნქტისკენ. ადგილზე მიფრენისას დრონი ასკანერებს მიმდებარე ტერიტორიას და არჩევს შესაბამის ადგილს დასაჯდომად.

13 comments:

  1. shegvedzleba, rodesac es dronebi ukve gamova, chenc am dronebit gamoviwerot ragaceebi? anu usa2georgia-s ofistan chvens otaxis nomertan miitans?

    ReplyDelete
  2. რატომაც არა :) სპეციალურ აეროდრომს მოვუწყობთ, მთავარია ფრენები დაიწყონ.

    ReplyDelete
  3. სვანი თანამშრომლები ხომ არ გყავთ ამერიკაში? დრონიანად არ გამოგზავნონ მერე ამანათი

    ReplyDelete
  4. ძალიან მაგარი ინფოა. მემგონი რომ U2G გახდება ერთ-ერთი მომხმარებელი, რომ ამანათები თბილისის მაშტაბით დაარიგოს...

    ReplyDelete
  5. This comment has been removed by the author.

    ReplyDelete
  6. ესენია ხომ თქვენები?

    http://s21.postimg.org/70b42hywn/U2_G_prime_air.jpg

    და ნეტა მალე იქნება? თორემ ამ ვარკეთილიდან და გლდანიდან სიარულით
    დავიღალეთ ხალხი :(

    ReplyDelete
  7. Unknown მადლობა ასეთი შესანიშნავი სურათისთვის :) ეჭვი გვაქვს ამ სერვისის გაშვებიდან ის მალე "დაშლილებში" აღმოჩდება.

    ReplyDelete
  8. ვერარი გავიგე ამ კომენტარებში :) მე პირადად მომწონს და ვისარგებლებ კიდეც თუ ძაან ძვირი არ იქნება

    ReplyDelete
  9. USA2GEORGIA ratom ggoniat rom tu es servisi daiwyeba male gauqmdeba? me vici rom dzalian daculebi iqneba isini. :)

    ReplyDelete
  10. თქვენ არ აპირებთ?

    ReplyDelete
  11. ფანჯარასთან უნდა შეეძლოს მოფრინდეს და გაჩერდეს. აბა ამანათის მისაღებად ეზოში ხომ არ უნდა ჩავიდე, XXI საუკუნეა ბოლობოლო! ხელის მოწერა მიღებაზე - პირადობას მიუტან ცხვირთან (კამერასთან). და რომ აგინებ - ამდენი ხანი სად ხარო - უნდა გაგიღიმოს

    ReplyDelete
  12. მერე მაგ დრონს რო სახლის სახურავიდან ვიღაც ლაკატკიდან ესვრის და ჩამოვარდნილ ამანათებს აიცმაცუნებს?

    ReplyDelete
  13. Iq 30 wutshi miitans da aq sanam chamova 1 kvira unda velodot.

    ReplyDelete