Wednesday, March 12, 2014

ამანათების 90% რეალური წონით

ხშირად გვეკითხებიან თუ როგორ ხდება ტრანსპორტირების წონის დაანგარიშება. პასუხი მარტივია: არსებობს IATA-ს (საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაცია) სტანდარტები, რომელსაც ყველა საერთაშორისო ავია გადამზიდი და ექსპედიტორი კომპანია იცავს კერძოდ:
  • პარკით მიღებული ამანათი - იწონება სასწორით და ითვლება წონით (იგივე რეალური წონა) 
  • ყუთით შემოსული ამანათი - იწონება რეალური (სასწორის) და მოცულობითი (ზომების გამოთვლით, იგივე მოცულობითი/გაბარიტული) წონით. ამ ორი მნიშვნელობის შედარებით, ამანათის წონა იქნება ის, რომელიც აჭარბებს. 
არსებობს ამანათების გადაფუთვის სერვისი. გადაფუთვის გააქტიურების შემდეგ პროდუქცია იგზავნება პარკით და ითვლება მხოლოდ რეალური წონით. შესაბამისად რეალური წონის დათვლისას ყუთის წონა აღარ იანგარიშება და დაითვლება მხოლოდ პროდუქციის წონა.

სტატისტიკის მიხედვით, ამანათების 90% რეალური წონით იწონება.

ეს მომსახურება რომ არ არსებობდეს, ტრანსპორტირების ღირებულება ხშირ შემთხვევაში 3-ჯერ და მეტჯერ ძვირი დაჯდებოდა, რადგან ამერიკაში შემოსული ამანათების აბსოლიტური უმრავლესობა უშველებელი ყუთებით მოდის.

სხვადასხვა მაღალტექნოლოგიური პროცესების გამოყენებით ჩვენ საშუალება გვაქვს გადავფუთოთ თითქმის ყველაფერი, გარდა მსხვრევადი და ელექტრო ტექნიკისა.

ამანათის ზომა-წონა სტიკერზეც შეგიძლიათ იხილოთ:
შესაძლოა ბევრმა არ იცის, რომ ეს სტიკერი ამანათს დახარისხების შემდეგ ეკვრება, რათა ზომა/წონის კალკულაცია მომხმარებელთან მაქსიმალურად გამჭვირველე იყოს.
მოცულობითი წონა ითვლება შემდეგი ფორმულით:
სიგრძე X სიგანე X სიმაღლე / 6000.
მაგ.: თუ ყუთი იწონის 3კგ-ს, ხოლო მისი ზომები 40სმ, 60სმ, 30სმ, მაშინ ამ ფორმულის მიხედვით ყუთის მოცულობითი წონა 12კგ-ია. რადგან 12 მეტია 3-ზე, ყუთის წონა შეადგენს 12კგ-ს.

ასევე, შეგახსენებთ, რომ მომხმარებელს უფლება აქვს გადაამოწმოს ამანათის ზომა/წონა ოფისში, ხოლო ტექნიკური ხარვეზის შემთხვევაში მიიღოს ინვოისის კორექცია მომსახურების პირობების გათვალისწინებით.

მოხარული ვიქნებით მივიღოთ თქვენი რეკომენდაციები, სურვილები, იდეები და მაქსიმალურად გავითვალისწინოთ ისინი. ამისათვის გთხოვთ მოგვწეროთ ელ-ფოსტაზე idea@usa2georgia.com

33 comments:

  1. kargi iqneba rom rasac qvia gadafutvis punqcia gaxdes chveulebriv standartuli porma da ara samartav panelshi "agsagnishni" radgan xshiria shemtxveva imisa rom gamyidveli an treqings ar gawvdis an ubralod gaviwydeba da ukve misuli amanati agar iputeba,shesabamisad rogorc tqven agnishnet modis uzarmazai yutit rac did diskomports qmnis

    ReplyDelete
  2. Levan - გმადლობთ კომენტარისთვის. მართვა აუცილებელია, რადგან ზოგჯერ მომხმარებელს არ სურს ამანათის გადაფუთვა.

    რაც შეეხება უთრექინგო ამანათებს, ისინი მაინც იფუთება ჩვეულებრივ. უზარმაზარი ყუთით კი შესაძლოა მაშინ მიიღოთ თუ პროდუქცია მსხვრევადია ან ელექტრო-ტექნიკაა და პარკში გადაფუთვა უსართხოების ნორმებიდან გამომდინარე დაუშვებელია.

    ReplyDelete
  3. მაგალითად მე გამოვიწერე ბრენდი და ძვირადირებული ბოტასები, ღირს ამ ბოტასების პარკში გადაწყობა? ხომ არ დაიჭყლიტება და დაზიანდება?

    ReplyDelete
  4. LONGMAN - ბოტასი წესით არ უნდა დაზიანდეს. რომ არ გადავფუთოთ საერთოდ, შესაძლოა ბოტასი მიიღოთ 5,6 კგ-იანი ყუთით. თუ სტანდარტულ გადაფუთვას გამოიყენებთ (რომელიც ავტომატურია), მაშინ მიიღებთ ბოტასს მხოლოდ პროდუქციის ყუთით, წონა საშუალოდ 1-3კგ უნდა იყოს; ხოლო თუ მონიშნავთ პარკში გადაფუთვას, წონას კიდევ უფრო შეამცირებთ, სავარაუდოტ 0.6 - 1.5კგ-მდე.

    ReplyDelete
  5. ანუ გამოდის რომ თუ ამანათი არ არის ყუთში გამოგზავნილი, მისი გაბარიტების მიუხედავად იანგარიშება რეალური წონა?

    ReplyDelete
  6. BigGoga - თუ მიიღებთ პარკით (გამჭვირვალე, ფერადი ან შავი) მაშინ მხოლოდ რეალური წონით იანგარიშება.
    მოცულობით ითვლება ყუთი ან ოთკუთხედი მყარი ამანათები (მაგ. რაიმე ელექტრო მოწყობილობის ყუთი, ფეხსაცმელი ყუთით და ა.შ.)

    ReplyDelete
  7. რავიცი ვიდეო კარტა ჩამოვიტანა 14 ლარი გამომართვით ჩამოვიტანე ყურსასმენები რომელიც ნაკლებს იწონიდა და ყუთი იგივე ზომის იყო და 28 ლარი გამომართვით გამოდის რომ იმ 10% მოვხდი ხო მარა ავედი მეორე სართულზე და ვერ დავამტკიცე ვერაფერი არადა მხოლოდ 500 გრამს იწონიდა ჩემი ყუთი
    http://www.tweaknews.net/reviews/creative_labs_tactic3d_sigma_headset/index3.php

    ReplyDelete
  8. Unlimate, თქვენს ლინკზე ჩანს, რომ პროდუქცია თავისი შეფუთვით არის რაღაც ნახევრად გამჭვირვალე ყუთში. ეს პროდუქციის ყუთია და ბუნებრივია ამ ყუთს არავინ გახსნიდა და არ გადააგდებდა. შესაბამისად პროდუქციის ყუთის ზომებით მოხდა დაანგარიშება.
    ამერიკაში ეს ამანათი შემოვიდა საფოსტო კარდონის ყუთში (ჩვეულებრივ ყავისფერი ყუთები რომ არის) და ბუნებრივია პროდუქცია ამოვიღეთ ამ ყუთიდან. პარკით ასეთი ამანათის დათვლა ვერ მოხდება რადგან პროდუქციას ისედაც აქვს თავისი ყუთი რომლის გახსნის უფლებასაც მომხმარებელი არ მოგვცემს.

    ReplyDelete
  9. სალამი,
    კარგს იზამთ თუ ჩვეულებრივ სკოჩს შეცვლით ქაღალდის სკოჩით(ან ერჯერად პარკებში ჩადებთ და მერე გასკოჩავთ), რომლის მოხსნისას ზიანდება ორიგინალური ყუთი და აუშნოებს მის ზედაპირს.(ჩემთვის რომ ჩამომაქ არაა პრობლემა, მაგრამ საჩუქრად როცა მინდა უხერხულია ესეთი ყუთის მირთმევა).

    პატივისცემით

    ReplyDelete
  10. Aleksandre, ქაღალდის სკოჩი ადვილად იხევა და საიმედო არ არის.
    ერთჯერად პარკებში ისედაც ვდებთ ამანათების თითქმის 80%-ს, გარდა დიდი ამანათებისა, რომელიც ფიზიკურად არ ეტევა პარკში.
    მოგახსენებთ, რომ გადაფუთვის სერვისის გაუმჯობესება მუდმივად მიმდინარეობს, სამომავლოდ ბუნებრივია კიდევ უფრო დაიხვეწება ეს მომსახურება.

    ReplyDelete
  11. ვეთანხმები ალექსანდრეს. მაგალითად ეხლა ფოტოაპარატი ჩამომივიდა სულ ახალი თავის ყუთით და ყველაფრით, საჩუქრად მინდოდა ახლობლისთვის, მაგრამ ისე იყო გადასკოჩილი რომ გახსნისას ყუთი საშინლად დამახინჯდა. აქდან გამომდინარე მომიწია სახელდახელოდ რაღაც სხვა ყუთის გაკეთება. ეს ძალიან დასანანია და იქნებ კიდევ რაიმეში ჩადოთ ხოლმე ორიგინალი ყუთები და ის დასკოჩოთ?

    ReplyDelete
  12. LONGMAN - აუცილებლად გავითვალისწინებთ, რომ პროდუქციის ყუთზე სკოჩი არ დაეკრას. როგორც წესი ამას მაქსიმალურად ვარიდებთ თავს.
    ასევე, ხშირ შემთხვევაში, გადაფუთვის გამორთვა გამართლებულია თუ პროდუქცია ძვირადღირებულია და მისი მიღება ორიგინალი შეფუთვით გსურთ.

    ReplyDelete
  13. გთხოვთ უფრო გაამარტივოთ ეს გადაფუთვის და პარკში გადატანი სერვისი. ვერ გავიგე რა შემთხვევაში არის ავტომატური გადაფუთვა ან პარკში გადატანა ან საერთოდ როგორ ვმართოდ ესენი შემდეგ პროდუქციაზე:
    ასევე როდის მოქმედებს რეალური წონის გამოთვლა და რა შემთვევაში ანგარიშობთ მოცულობით წონას შემგეპ როდუქციაზე.

    ქალის ხელჩანთა–?
    სამგზავრო ჩანთა ან რუგზაკი–?
    სამკაულის ჩემოდანი "ზარდახშა"–?
    ბიჟუტერია, საათები–?
    სუნამოები–?
    კოსმეტიკური საშვალებები–?
    ფოტო აპარატები და ტექნიკა–?

    ReplyDelete
  14. Ninia გმადლობთ შეკითხვისთვის
    გადაფუთვის პირობების მიხედვით, რეალური წონით მოდის შემდეგი: ტანსაცმელი, ქალის ხელჩანთები, ფეხსაცმელები (თუ ფეხსაცმლის პარკში გადატანა მონიშნულია). ყველა სხვა პროდუქცია, რომელიც ყუთის ფორმის ამანათშია, ითვლება მოცულობითი წონით.

    ანუ მოცულობითი წონით დაითვლება "ზარდახშა", საათები, ფოტო აპარატები და ტექნიკა და ა.შ.

    ReplyDelete
  15. მინდა რომ ფეხსაცმლის პარკში გადაწყობაზე თანხმობა განვაცხადო ერთხელ და სამუდამოდ და არა ყოველი ამანათის მიღებისას ცალ-ცალკე. არ გაწყობთ არა? ყუთების ტარება უფრო მომგებიანია კომპანიისთვის და მიტომ არ აკეთებთ ამ ფუნქციას საიტზე?

    ReplyDelete
  16. Shota - ეს საკითხი ფინანსურ თემას საერთოდ არ ეხება. ცვლილება მარკეტინგული კუთხით არის დასამუშავებელი და შემდეგ პროგრამულად უნდა ჩაიდოს მართვის გვერდზე. ჯერ-ჯერობით მსგავსი ფუნქცია განხილვის ეტაპზეა, თუმცა რაღაც პერიოდის შემდეგ შესაძლოა ასეთი ცვლილება მართლაც გაკეთდეს.

    ReplyDelete
  17. საიტზე პროგრამულად ჯობია ის გაკეთდეს, რომ შემეძლოს გადავიხადო ის ინვოისები, რომლებიც მე მინდა და არა ავტომატურად ხდებოდეს ეს. და კიდევ, შემეძლოს მოსატანად გამზადებული ამანათების გვერდზე მოვნიშნო რომ არ მომიტანოს სტანდარტულმა კურიერმა ხუთშაბათს, რადგან მაგალითად პარასკევს კიდევ ველოდები ამანათებს და შემდეგ ექსპრეს კურიერს მოვატანინებ სახლში. ანუ უფრო მოქნილი მართვის სისტემა რომ იყოს კარგია.

    ReplyDelete
  18. დღეს მივიღე ამანათი/ მომიტანეს სახლში. უზარმაზარი ყუთით, შიგნით საბავშო სათამაშოები. მომიწია 60 ლარის გადახდა, აშკარად ზედმეტის. და ეს ყველაფერი მაშინ, როცა გადაფუთვა იყო მონიშნული. აღარ მუშაობს ეს სერვისი?

    ReplyDelete
  19. Lasha გთხოვთ იხილოთ გადაფუთვის პირობები და მოგვწეროთ ელ-ფოსტაზე თუ კითხვა მაინც დაგრჩებათ.

    ReplyDelete
  20. 6 სექტემბერს მივიღე ავტონაწილები ყუთით, რომლის მესამედიც ცარიელი იყო (სურათები შემიძლია მოგაწოდოთ). გადაფუთვა ჩართული მქონდა. ამერიკის ტერიტორიაზე გადაზიდვისას Fedex-მა დამიწერა 2 კილოგრამი, თქვენთან დამჭირდა 4,5 კილოგრამის საფასურის გადახდა.

    ReplyDelete
  21. Levan, ამერიკაში ამანათის წონა მხოლოდ სასწორის წონით ითვლება, ხოლო საერთაშორისო გადაზიდვისას მოცულობითი წონაც გასათვალისწინებელია. გთხოვთ ასევე იხილოთ გადაფუთვის პირობები.

    ReplyDelete
  22. გადაფუთვის სერვისი გათიშული მაქვს, მაგრამ ყველა ამანათი ბოლო დროს მიღებული მაინც გადაფუთული მოდის. მაგალითად ფოტოააპარატი, საკმაოდ ძვირადღირებული, მივიღე გადაფუთული ყოველგვარი დაცვის გარეშე. კიდევ კარგი, რომ გატეხილი არ იყო.

    ReplyDelete
  23. გადაფუთული ანუ პარკით ჩამოსული ამანათი(ტანსაცმელი) იმაზე ძვირი დაჯდა ვიდრე ბევრად მძიმე ფეხსაცმელი რომელიც ყუთით მიმიღია ვერ ვხვდები რანაირად მოხდა ეს ამბავი:((

    ReplyDelete
  24. მაინტერესებს რა ხდება თუ თრექინგ კოდი არ მაქვს საწყობში შემოსვლამდე. ფეხსაცმელი უნდა მოვიდეს ყუთით, და თუ საწყობში მისვლამდე არ აღვნიშნე გადაფუთვა, მოცულობითი წონით დაითვლება?

    ReplyDelete
  25. gvanci - ამ შემთხვევაში ფეხსაცმელი ჩამოგივათ ფეხსაცმლის ყუთით. იხილეთ სტანდარტული გადაფუთვის პირობები.

    ReplyDelete
  26. გამარჯობა, თქვენი მაგალითიდან გამომდინარე გამიჩნდა კითხვა ( მაგ.: თუ ყუთი იწონის 3კგ-ს, ხოლო მისი ზომები 40სმ, 60სმ, 30სმ, მაშინ ამ ფორმულის მიხედვით ყუთის მოცულობითი წონა 12კგ-ია. რადგან 12 მეტია 3-ზე, ყუთის წონა შეადგენს 12კგ-ს.) თუ პირველადი წონა მეტია შემდეგ დათვლილ მოცულობით წონაზე რომელი ჩაითვლება რეალურ წონად?

    ReplyDelete
  27. makshake- პირველადი და მეორედის მცნება არ გვაქვს. არსებობს მოცულობითი წონა და არსებობს რეალური (ანუ სასწორის) წონა. გადასახდელი წონა იქნება ის, რომელიც აჭარბებს შედარების შედეგად.

    ReplyDelete
  28. ubralo weilshi gadaviaxade 2 lari da 200 gramian saatshic 2 lari amas riti axsnit ?

    ReplyDelete
  29. როგორც წესი, ნივთის დეკლარირებისას, გადაფუთვის სერვისი ჩართულია ავტომატურად, თუმცა ხშირად ჩამომდის გადაფუთვის გარეშე ყუთით და შესაბამისად ძვირსაც ვიხდი. რატომ იფუთება გზავნილი ხანდახან და არა ყოველთვის, როცა ეს ჩემი სურვილით უნდა მომხდარიყო საფასურის შემცირების მიზნით? პრეტენზია მაქვს ტანსაცმელზე, ხელჩანთაზე და ა.შ. მერე თქვენთან რომ ვერ დავადგინე რატომ არ ეხება ყველაფერს რაზედაც ჩემი თანხმობაც არსებობს და დეკლარირებაშიც გარკვეულად მაქვს მითითებული შიგ რაც დევს, ახლა გამყიდველს ვეხვეწები, იქნებ ყუთის ნაცვლად სხვა სახის პაკეტით გამოადზავნოს ნივთი. არადა არ უნდა დამჭირდეს წვალება, ვიმეორებ დეკლარირებისას გარკვევით უთითებ რომ ეს ტანსაცმელია, გადაფუთვის სერვისი ჩართულია, მაგრამ ტანსაცმელი მაინც ყუთით მოდის.

    ReplyDelete
  30. 6 წელიწადია ვსარგებლობ usa2georgia-ს მომსახურებით და საერთო ჯამში კმაყოფილი ვარ, ის დროც მახსოვს გადაფუთვა საერთოდ რომ არ კეთდებოდა და წონა 0.5 კგ-ზე რომ მრგვალდებოდა (თუ ნივთი 0.5 კგ-ზე ნაკლები იყო) ამანათები გაცილებით ძვირიც ჯდებოდა, მას მერე მომსახურება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და დაიხვეწა (და არა მხოლოდ ამ კუთხით), იმასაც ვხედავ ეს გუნდი როგორ შრომობს და ცდილობს კიდევ უფრო განვითარდეს (რაც პირდაპირ დადებითად აისახება ჩვენზე, მომხმარებელზე) მეც გადამიხდია უბრალო ფოტოაპარატის ჩიპში წონის 12 ლარი :) 2 ფრენბურთის ბურთი გაჭრილი ჩამომივიდა (როგორც ჩანს გადაფუთვის დროს ვიღაც საკანცელარიო დანას სამურაის ხმალივით ხმარობს :) კიდევ ბევრი შემთხვევის გახსენება შემიძლია მაგრამ, მაინც კარგები არიან, სხვა კომპანიებიც მრავლადაა დღეს, რატომ იქით არ გავრბივარ??? გამოვტყდები და ერთი ორჯერ კი ვცადე სხვა კომპანიის მომსახურებით მესარგებლა მარა ამანათის გამოსატანად სადღაც "ფარდულში" რომ მივედი და ჩემს ამანათს ნისიების ჟურნალში რომ ეძებდა (შემდეგ კი კალმით გადახაზა "გატანილიაო" ) მივხვდი რომ იქ მეორეთ აღარ უნდა მივსულიყავი:)

    ReplyDelete
  31. GhosT Nika - დააფიქსირეთ ოფისში და თუ ტექნიკური პრობლემაა გაასწორებენ. ეს მომსახურების პირობებით არის გათვალისწინებული. ტანსაცმელი ავტომატურად გადადის პარკში და იწონება რეალური წონით.

    ReplyDelete
  32. Giorgi Khatiashvili - რასაც ქვია ჩაგეთვალა რა :D
    ეჰჰ კარგი იქნებოდა თუ უფრო იაფი დაჯდებოდა ჩამოტანა... იმედია მომავალში როდესაც ყველა ადამიანს თავისი ფრინავი აპარატი ექნება, ჩამოტანა უფასო იქნება :D ან ბოლოს და ბოლოს მე თვითონ გავფრინდები ამერიკაში ამანათის ჩამოსატანად.

    ReplyDelete
  33. გმადლობთ საინტერესო კომენტარებისთვის და დაფასებისთვის.
    Dato, გაიაფება შესაძლებელი იქნებოდა, იმ შემთხვევაში თუ ჩვენც ფარდულში გადავიდოდით :) ან გავაუარესებდით სხვა საჭირო მომსახურებებს, მაგ.: კლიენტ-სერვისი, ქოლ ცენტრი და ელ-ფოსტაზე დროული პასუხები. ამ ეტაპზე ვცდილობთ გავაუმჯობესოთ მომსახურების პირობები და ამგვარად გავამართლოთ ის ღირებულება რასაც მომხმარებელი იხდის. სამომავლოდ კი გამორიცხული არაფერია.

    ReplyDelete