დეკემბრის პირველი რიცხვებიდან დაფიქსირდა ტვირთის რაოდენობის უპრეცენდენტო ზრდა, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით ყველა ჩვენს მომხმარებელს, ვინც სარგებლობს ჩვენი მომსახურებით. ტვირთის დახარისხება 24 საათიან რეჟიმში გადავიდა, ფილიალის საწყობები კი ჩამოსული ამანათებით გადაივსო. ალბათ შენიშნავდით რეისების მომატებულ რაოდენობასაც ბლოგზე.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ზამთრის სეზონთან დაკავშირებით ზოგადად გადატვირთულია ამერიკის საფოსტო კომპანიები UPS, USPS, Fedex. ხშირად ხდება, რომ მათ ამერიკის საწყობში ამანათები დროულად ვერ მიაქვთ, ხოლო ელექტრონულად წინასწარ აფიქსირებენ, რომ ამანათი ჩაბარებულია. ამის გამო პერიოდულად შეინიშნება თრექინგ კოდების სისტემაში ასახვასთან დაკავშირებული შეფერხებები.ფილიალებში ფართის ნაკლებობას არ ვუჩივით, არც ამანათისთვის რიგში დგომა გიწევთ საშუალოდ 5 წუთზე მეტი, თუმცა მათი გატანა აქტიურად მაინც არ ხდება. თუ თქვენ უკვე ჩამოგივიდათ ამანათები, ნუ გამოცდით ჩვენს ტექნოლოგიებს, საწყობის გადავსების შემდეგ შესაძლოა თქვენი ამანათი სპეციალური მოწყობილობით დაიჭეჭყოს და შემცირდეს ზომაში :) სანერვიულო არაფერია, მზად გვაქვს ამანათების განმჭეჭყიც). ამიტომ გთხოვთ დროულად მოაკითხოთ და გაიტანოთ ისინი ოფისებიდან.
sgsgsg :D :)
ReplyDeleteბავშვის ფეხსაცმელს ველოდები 36 ზომას, იმედი მაქვს, დაჭეჭყვის შემდეგ ძალიან არ დაპატარავდება ზომაში, როგორც ერთხელ მომივიდა-დიდი გოგოს 4 ზომა ფეხსაცმელი უნდა გამომეწერა და შემშლია და ახალდაბადებულის 4 ზომა გამომიწერია და რომ ჩამოვიდა, მოვკვდი სიცილით, ისეთი პატარა იყო...
ReplyDeletehahahahaha chagetvalat :)))))))))))))))))
ReplyDeleteიმედია ჩემს ქინდლს არაფერი მოუვა :D
ReplyDeletedamwewyi da ganmwewyi magaria
ReplyDeleteმომხმარებელი უფრო გახარებული იქნებოდა, თქვენი სპეციალური მოწყობილობა რომ ჭეჭყავდეს და ამცირებდეს წონაში ;) არც მოცულობითი წონის გადახდა მოგვიწევდა .....
ReplyDeleteწესით დაჭეჭყვის შემდეგ ზომა 4 ტოდლერს გარდაიქმნებოდა ზომა 4 ბიგ ქიდს ;)
ReplyDeleteაწი შეგიძლიათ ახალშობილის ზომა გამოიწეროთ და დაჭეჭყვას დაელოდოთ ;) თან გაიფლაშება ბიგ ქიდს 4 ზომამდე თან ფულის ეკონომიასაც გააკეთებთ :))))))
ReplyDeleteამანათი 12 ში გამოაგზენეს და ჯერ არ არის მიღებული თქვენ მისამართზე , ავნერვიულდე უკვეე ?? ;( : ))
ReplyDeleteარასოდეს მეპარებოდა ეჭვი თქვენს პროფესიონალიზმში!!! ამგვარად გააგრძელეთ, მალე ასეულობით ათასი მომხმარებელი გეყოლებათ!
ReplyDelete2 ამანათი ჩამომივიდა, მესამეს ველოდები დღე-დღეზე და მერე ერთიანად გავიტან! ტექნიკაა და იმედია არ გაანადგურებთ :)))
ReplyDelete2 ჩამომივიდა, 5ს ველოდები. ძალიან ძვირფასი საქონელია, არ დაჭეჭყოთ არ დამღუპოთ :დ
ReplyDeleteიმედია მუსიკალურ ინსტრუმენტს არ დამიჭეჭყავთ :) .
ReplyDeleteყოველთვის კარგი იუმორის გრძნობით გამოირჩევით :)))
ReplyDeleteამან10ების განმჭეჭყი სად გამოვიწერო?
ReplyDelete:) დღეში 3 რეისი
ReplyDelete