Thursday, February 7, 2013

USA2GEORGIA-მ შეზღუდა ე.წ. "ბიო" არომატიზატორების გამოგზავნა


11 თებერვალი
აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია USA2GEORGIA-ს შეზღუდვამ ე.წ. "ბიო" არომატიზატორების ტრანსპორტირებაზე. გვინდა მცირედი განმარტება გავაკეთოთ ამასთან დაკავშირებით:

მიუხედავად იმისა, რომ ამ სახის პროდუქციის ტრანსპორტირება კანონით შეზღუდული არ არის, კომპანიამ მიიღო აკრძალვის გადაწყვეტილება, რადგან USA2GEORGIA-ს არ სურს არაჯანსაღი და საეჭვო წარმომავლობის ნივთიერებების ტრანსპორტირებაში მონაწილეობის მიღება.


7 თებერვალი
გაცნობებთ, რომ 2013 წლის 7 თებერვლიდან შეიცვალა მომსახურების პირობები და შეზღუდული პროდუქციის ჩამონათვალს დაემატა ე.წ. "ბიო" არომატიზატორები. შესაბამისად ამანათები მსგავსი ტიპის შიგთავსით არ გამოიგზავნება საქართველოში.

იხილეთ შეზღუდული პროდუქციის ჩამონათვალი

ასევე მომსახურების პირობები, პარაგრაფი 10


6 comments:

  1. "ბიო"-არომატიზატორებში რა იგულისხმება, შეიძლება დაკონკრეტდეთ?
    მადლობა

    ReplyDelete
  2. ვფიქრობთ საკმარისი განმარტება გაკეთდა როგორც ბლოგის ტექსტში ასევე ჩამონათვალში.

    ReplyDelete
  3. სტატიის თემას არ ეხება, მაგრამ მაინც აქ დავწერ, ქვები არ მესროლოთ :)
    1) პრობლემა: მთავარ გვერდზე ავტორიზაციისას ბრაუზერს არ შეუძლია დაიმახსოვროს login მონაცემები (რაც ნიშნავს, რომ დამახსოვრებულსაც არ ჩაწერს field-ებში), თუმცა https://www.usa2georgia.com/shipping/login.php გვერდზე თუ გადახვალ - იმახსოვრებს. რადგან ყველა საიტზე მაქვს სხვადასხვა პაროლი, ეს ფუნქციონალი ჩემთვის მნიშვნელოვანია, და როდესაც მჭირდება საიტზე შესვლა, მიწევს ზუსტად login.php გვერდის მითითება და არა მთავარი გვერდის უფრო მოკლე მისამართის.
    2) პრობლემა: ჩემთვის ეს არ არის კრიტიკული, მაგრამ აშკარად bug-ია - როდესაც უკვე შეხვედი სისტემაში და გადადიხარ shipping გვერდიდან რომელიმე სხვა გვერდზე (მაგალითად "კონტაქტი"), სისტემიდან გამოდიხარსავით (ანუ ისევ ჩანს login-ის ფორმა) და არ არის საშუალება უკან დაბრუნების გარდა თვითონ ბრაუზერის back ღილაკის გამოყენების ან მისამართის ხელით შეყვანის (https://www.usa2georgia.com/shipping/).
    3) ინტერფეისის გაუმჯობესების შეთავაზება: როდესაც დეკლარაციისას ვაჭერ ღილაკს save უმეტეს შემთხვევებში დამთავრებული მაქვს დეკლარაცია, და მიწევს close ღილაკის დაჭერა, კარგი იქნებოდა save&close ღილაკი რომ ყოფილიყო, ან save-ი ხურავდეს დეკლარაციის "ფანჯარას".
    4) ინტერფეისის გაუმჯობესების შეთავაზება: გააერთიანეთ კომენტარის დამატების და დეკლარაციის ფანჯრები, ბევრ რაღაცას ვიწერ ხოლმე და არა მხოლოდ მე, როგორც ვხვდები სხვების კომენტარებიდან და სულ მიწევს ორი ცალცალკე ფანჯრის გახსნა თითო ნივთი რომ დავამატო - დეკლარაციის და კომენტარის.
    მომავალში კიდევ რაღაცეებს დაგიწერთ გაუმჯობესების ამბავში, ამ პოსტზე კარგი რეაქცია თუ იქნება :)

    ReplyDelete
  4. ძალიან კარგი. :)

    ReplyDelete
  5. კი მაგრამ რა არის ეს Zero Gravity გუგლში რომ ვერ ვნახე?

    ReplyDelete