რა და, სამუშაო დღის ბოლოს ჩვენი ექსპრეს კურიერები ყოველდღე ჩიოდნენ: «на машине ехал, на поезде ехал, на лошаде ехал, пешком ехал...» და ასე შემდეგ თავდადებით მიქონდათ ცხრა მთა-ცხრა ზღვის კიარა, მთელი ატლანტის ოკეანის იქიდან (ეს ციმბირზე შორია, გვერწმუნეთ!) ნარნარით ჩამოფრენილი ამანათები. ყველაზე სასოწარკვეთილი თხოვნა-მოთხოვნა ის ქონდათ, რომ „ამანათს საკუთარი ზურგით მივიტანთ ნებისმიერ მისამართზე, ოღონდ ამ ჯაბახანა მანქანებს ნუღარ გვათრევინებთ ხელითო“. ჯარისკაცის მამის ჰიტად ქცეულ ფრაზას კი არა და, Uma2rman-ის „Я к тебе доплыву, долечу, доеду“-საც ვეღარ ღიღინებდნენ ის ქანცგამძვრალი, შუა გზაში მანქანისაგან დაღალატებული (არა და, ჯაგლაგ ცხენს ხომ ვერ მოსთხოვ ოლიმპიურ ჩემპიონობას?!) ექსპრეს კურიერები, რომლებსაც რამდენიმე ათეული კილოგრამიანი ამანათების მიტანა უწევთ დამკვეთის მოლოდინითა და ცნობისმოყვარეობით აღსავსე თვალებამდე.
მოკლედ, „იყო ბნელი და უკუნი“ ჩვენი ექსპრეს კურიერებისთვის და გ ა ნ ა თ დ ა !!! და ვისთან ერთად „გავანათეთ“? - „ტოიოტა ცენტრი თბილისი“-მ გაიხაროს, თავის სერვისცენტრებიანად, YARIS-ის ახალი მოდელების შემოყვანისთვის (თუმცა, რა საჭიროა სერვისცენტრი ასეთი მანქანებისათვის, მსუბუქად რომ ვთქვათ, გაუგებარია!)! ხო, ხო! ეხლა უკვე ვერცხლისფერი „ლამაზმანებით“ მოაბრძანებენ თქვენამდე ოცნების ამხდენ ამანათებს. ბევრმა უკვე იცის, რას ნიშნავს ვერხლისფერი TOYOTA YARIS-ის მათ ეზოში შესვლა. აი, გუშინ, თბილისის ერთ-ერთ კორპუსთან მიიტანა ამანათი ჩვენმა კურიერმა და ჯერ დარეკილიც არ იყო შემკვეთთან, რომ ფანჯრიდან მოუთმენლობაშერეული აღტაცება გადმოფინა ერთმა გოგონამ. მას ზუსტად ისეთი ღიმილი ჰქონდა, როგორც ცნობილ სლოგანშია: «Задорная улыбка Toyota Yaris».
ასე რომ, დღეიდან თქვენს ეზოში როგორც კი დაინახავთ ერთად გაღიმებულ Toyota Yaris-ს და ექსპრეს კურიერს, გააღეთ კარი - ჩაიბარეთ ამანათი!

ამ სერვისით არ მისარგებლია, მაგრამ მივესალმები მენეჯმენტის გადაწყვეტილებას. ძალიან კარგია რომ თქვენს კადრებს შეძლებისდაგვარად, მაქსიმალურად კომფორტულ და კარგ სამუშაო გარემოს უქმნით!
ReplyDeleteგაგახარათ ღმერთმა თქვენი საუკეთესო სერვისისთვის და გილოცავთ ახალ მანქანებს!
ReplyDeleteძალიან კარგი!! მოსალოცად ჰქონიათ საქმე ექსპრეს–კურიერებს!! მუდმივად ვსარგებლობ მათი სერვისით და თითქმის ყველას ვიცნობ :) ნამდვილად იმსახურებდნენ
ReplyDeletegilocavt:) kargebi xart
ReplyDeleteმომეწონა რა, რაც უფრო კარგს შემოიტანენ საქართველოში და რაც უმფრო კარგს გააკეთებენ ყველაფერი მოსაწონი იქნება და რაც ცუდს გააკეთებენ, აი.. მოსაწონი უნდა ვაკეთოთ ყველამ ყველაფერი აბა ცუდი თუ ვაკეთეთ... ჰეჰ...
ReplyDeleteუხილავი ცრემლი მოვიწმინდე შესავლის წაკითხვისას. გილოცავთ და სულ: მწვანეზე, დატვირთულებს და განუწყვეტლივ "გეცუროთ, გეფრინოთ, გევლოთ"
ReplyDeleteაქვე პატარა თხოვნაც: იქნებ პროჟექტორებიც აგეჩახჩახებინათ და მიცკევიჩის ფილიალშიც დაგენერგათ გაღიმებული ვერცხლისფერტოიოტიანი კურიერების მომსახურება :)
aba erti ar gaugimia... :)))
ReplyDeleteყველაზე მაგრები ხართ მაგრამ, გაგზავნაც რომ შეგეძლოთ მაგარი იქნებოდა.
ReplyDeleteეს ყველაფერი კარგი, მაგრამ რაღაც ჩავარდნის ტენდენციაა ამ ბოლო დროს ამანათების დროულად ჩამოსვლის თაობაზე არ მეთანხმებით?! :(
ReplyDeleteArchil, სამწუხაროდ წინასაახალწლო პერიოდი ყოველთვის გამოირჩევა გადატვირთული რეისებით მთელს მსოფლიოში.
ReplyDeleteკარგი სერვისი გაქვთ ერთადერთი მოცულობითი წონა რომ არ იყოს ხშირად გულისდამწყვეტი ფაქტორი!
ReplyDeleteგაგზავნის სერვისიც რომ გქონდეთ დროა უკვე!
თემას პირდაპირ არ ეხება, მაგრამ იქნებ ამიხსნათ, ზოგიერთ ნივთს აღწერილობაში მითითებული აქვს: "Currently, item can be shipped only within the U.S." ან "This item cannot be shipped internationally". ნიშნავს ეს იმას, რომ ამ ნივთების შეკვეთას აზრი არ აქვს? მადლობა.
ReplyDeleteგილოცავთ
ReplyDeleteMAO შეკვეთას აზრი აქვს რათქმაუნდა, რადგან თქვენ მაღაზიიდან ამერიკის ტერიტორიაზე გზავნით, თქვენს ამერიკულ მისამართზე.
ReplyDeleteდამატებითი კითხვები გთხოვთ მოგვწეროთ ელ-ფოსტაზე.
კარგი სევისია-ფასიც, მანქანებიც, და მძღოლი გოგოებიც;)
ReplyDelete