ესენი არ არიან "ადამიანები შავებში", ესენი ექსპრეს კურიერები არიან!
უცხოპლანეტელთა გასანადგურებლად მათ ვერ გამოიძახებთ, ამანათს კი სიამოვნებით მოგართმევენ.
ბოლო პერიოდში ექსპრეს საკურიერო სერვისზე მოთხოვნის გაზრდის გამო, ჩვენს ინფრასტრუქტურას დაემატა რამოდენიმე საკურიერო მანქანა, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ამანათების სწრაფად მიღებას.
აღნიშნული ზრდა განპირობებულია ექსპრეს კურიერის პოპულარობის გაზრდით. ხშირად გვესმის მომხმარებლებისგან, რომ მანქანით გამოსვლა ზოგჯერ 3 ლარზე მეტი უჯდებათ, რომ არაფერი ვთქვათ დროის ეკონომიაზე.
ექსპრეს კურიერის მომსახურების პირობები ახლო მომავალში კიდევ უფრო დაიხვეწება.
შეგახსენებთ, რომ ექსპრეს კურიერი მუშაობს ყოველდღე.


კარგი მენეჯმენტი გაქვთ, მომწონს ძალიან :) საქართველოში ასეთი მომსახურება იშვიათია. ასე გააგრძელეთ :)
ReplyDeleteდღითი დღე უმჯობესდება სერვისი და უფრო ერგება მომხმარებლის მოთხოვნილებებსაც, წარმატებებს გისურვებთ!
ReplyDeleteვეთანხმები გვანცას, მართლა იშვიათია საქართელოში როცა მომხმარებლის აზრს ითვალისწინებენ.
ReplyDeleteერთხელ უკვე გამოვიყენე ეს მომსახურეობა და ძალიან მომეწონა იმიტომ რომ:
-ჩემი მანქანით რომ მოვიდე მართლაც სამ ლარზე მეტი დამიჯდება
-მოაქვთ ყველა ჩამოსული ამანათი, ძველიც და ახალიც
-მოაქვთ კარამდე
ეგრე განაგრძეთ :)
usa2georgia rocks!
ReplyDeleteძლიერი მენეჯმენტია აშკარად ან ამერიკელებმა გამოგზავნეს თავიანთი მენეჯერები, თორემ ასე სწრაფად როგორ განვითარდა და ჩამოყალიბდა ქართული კომპანია? წარმატებებს გისურვებთ.
ReplyDeleteამანათების გარდა მენეჯმენტიც მოაქვთ და იმიტომ :)
ReplyDeleteგმადლობთ ყველას კეთილი სიტყვებისთვის.
ReplyDeleteმენეჯმენტი ნამდვილად ქართულია :)
არაფერი განსაკუთრებული, უბრალოდ მაქსიმალურად ვცდილობთ ყველაფერი გავაკეთოთ სასიამოვნო გარემოს შესაქმნელად, ჩაცმულობიდან დაწყებული, ტელეფონზე ჯაზით დამთავრებული. ცოტა დრო გვჭირდება კიდევ. ახლო მომავალში საინტერესო სიახლეები იქნება და ბლოგზეც გამოქვეყნდება.
ყველაზე გარგი და სასიამოვნო ის არის რომ თქვენი მომხმარებლის აზრს ითვალისწინებთ.
ReplyDeleteეს უფრო დახვეწავს თქვენს მომსახურების და თქვენი მომხმარებლების რაოდენობას მნიშვნელოვნად გაზრდის.
გისურვებთ წარმატებებს.
შესანიშნავი სერვისია. განსაკუთრებით ის მომწონს, რომ კურიერი მოსვლამდე რეკავს და ნებისმიერ ადგილზე მოიტანს ამანათს, თუნდაც კლიენტი ამ დროს არ იმყოფებოდეს პროფილში მითითებულ მისამართზე. უკვე ორჯერ ვისარგებლე ამ მომსახურებით და ძალიან კმაყოფილი ვარ.
ReplyDelete"""შესანიშნავი სერვისია. განსაკუთრებით ის მომწონს, რომ კურიერი მოსვლამდე რეკავს და ნებისმიერ ადგილზე მოიტანს ამანათს, თუნდაც კლიენტი ამ დროს არ იმყოფებოდეს პროფილში მითითებულ მისამართზე. უკვე ორჯერ ვისარგებლე ამ მომსახურებით და ძალიან კმაყოფილი ვარ."""
ReplyDeleteამან ნამდვილად მომხიბლა, აქამდე თავს ამის გამო ვიკავებდი რომ სახლშჲ იშვიათად ვარ, დღეიდან მათი სერვისით ვისარგებლებ