Tuesday, May 31, 2011

დისტანციური განბაჟება - მითი თუ რეალობა?

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ წინასწარი დეკლარირების და გამარტივებული საბაჟო პროცედურების წყალობით, დღესდღეობით უკვე შესაძლებელია შემოგთავაზოთ ისეთი მოქნილი და მოხერხებული სერვისი, როგორიცაა დისტანციური განბაჟება.

ამიერიდან თქვენ შეგიძლიათ ოფისში მოსვლის გარეშე მოახდინოთ განბაჟება ღილაკზე ერთი თითის დაჭერით.
ჩვენ განვაბაჟებთ თქვენს ამანათს, ხოლო ექსპრეს კურიერი მოგართმევთ მისამართზე საბაჟო დოკუმენტაციასთან ერთად (ფორმა4).

აღნიშნული სერვისი მოქმედებს როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებზე და ხელმისაწვდომია მომხმარებლებისთვის მთელი საქართველოს მაშტაბით.

სერვისით სარგებლობისთვის საჭიროა განყოფილებაში "ჩამოსულია" დააჭიროთ "დისტანციური განბაჟების" ღილაკს.

კომპანია მადლობას უხდის ყველა იმ სახელმწიფო სტრუქტურას, ვისაც წვლილი მიუძღვის საბაჟო პროცედურების მნიშვნელოვნად გამარტივებასა და დახვეწაში.

28 comments:

  1. მეც მიყვარხართ

    ReplyDelete
  2. ნუ სიტყვები არ მყოფნის !

    ასე კლიენტებზე გადაყოლაც არ შეიძლება. მოვითხოვ დაამატებითი სერვისის შემოღებას: "კურიერი-ნათლია", ბარემ ჩავნათესავდებით :)

    ReplyDelete
  3. გაიხარეთ,

    იმ პროდუქციას რომელიც გასაბაჟებელი იყო აღარ ვუკვეთავდი და ეხლა ისევ შევუკვეთავ :)

    ReplyDelete
  4. "კურიერი ნათლია"
    LOL

    რაც შეეხება ახალ სერვისს, ძალიან მაგარია.
    ასე გააგრძელეთ :)

    ReplyDelete
  5. magari servisia ,magram zustad ver gavige ukve ganbajebul amants momitans kurieri me agar momiwevs ganbajeba ?

    ReplyDelete
  6. kenji - განბაჟებულ ამანათს მოგართმევთ. დაგრჩებათ უბრალოდ საბაჟო გადასახადების გადახდა ნებისმიერ ბანკში, რომელიც 30 დღის განმავლობაში უნდა გადაიხადოთ.

    ReplyDelete
  7. ძალიან მაღალი დონის სერვისი გაქვთ! თავი ამერიკაში მგონია..თქვენ გაიხარეთ და გამრავლდით:)

    ReplyDelete
  8. არაჩვეულებრივია საღოლ თქვენ მასე გააგრძელეთ მაგრები ხართ

    ReplyDelete
  9. კარგი სერვისია ძალიან. კიდევ კარგი იქნება თუ დაემატება ზღვით გადაზიდვის სერვიზი: სხვა კომპანიებს აქვთ და იქ კილო 2 $ ღირს. ამ სერვიზითაც მოიგებთ რადგან ხალხი თავს იკავებს დიდი ამანათების ჩამოტანისგან როგორიცაა მანქანის ნაწილები , და ა.შ. მეც პირადად ველოსიპედის გამოწერა მინდა და კარგი იქნება თუ ამ სერვიზსაც დაამატებთ

    ReplyDelete
  10. გადასარევი ამბავია! მაგრები ხართ!

    ReplyDelete
  11. ძალიან კარგი სიახლეა! :) ასე გააგრძელეთ!

    ReplyDelete
  12. სასიამოვნო სიახლეა :)

    ReplyDelete
  13. mivesalmebi yvela karg siaxles!!

    ReplyDelete
  14. USA2GEORGIA - ბრავოოო...

    ReplyDelete
  15. სასიხარულო ამბავია, ეს აუცილებლად უნდა ავღნიშნოთ!!!
    ღვინო ჩემზე იყოს :)
    მადლობა USA2GEORGIA-ს!!!

    ReplyDelete
  16. Sagol !!! Dzalian moxerxebulia . . .

    ReplyDelete
  17. dzalian magaria...ise es ganbajeba sachiroa tu 300 larze meti girebulebis amanats iwer xo? tu vcdebi?

    ReplyDelete
  18. აგაშენათ ღმერთმა, იცოხლეთ... იცოცხლეთ... :)

    ReplyDelete
  19. 300 lari da meti amanatebi sakartvelos kanonmdeblobit ekvemdebareba ganbajebas...

    ReplyDelete
  20. არ ცდები 300 ლარს ზემოთ ექვემდებარება განბაჟებას!

    ReplyDelete
  21. tqven gaixaret,....dzalian kargia..gansakutrebit regionebistvisaa xelmisacvdomi...... axla agar momicevs tbilisshi chamosvla.............ase gaagrdzelet ...........

    ReplyDelete
  22. arsad giweriaT rom isev 3 lari jdeba eg eqspres kurieri...! ra mnishvneloba aqvs mashin ofisidan gavitan tu am momsaxureobas gamoviyeneb?! tu werT dawereT rom kurieris fuli emateba mainc am yvelafers!!!

    ReplyDelete
  23. ექსპრეს კურიერის მომსახურება რომ ფასიანია ეს კი ყველგან წერია.

    დისტანციური განბაჟების ხიბლი ის არის, რომ თქვენ აღარ მოდიხართ ოფისში და განსაბაჟებელ ამანათებს ექსპრეს კურიერის სერვისით იღებთ.

    ეს სერვისი მოსახერხებელია მათთვის, ვისაც არ აქვს დრო ოფისში მოვიდეს ან სულაც რეგიონშია. შეგახსენებთ, რომ ადრე ყველა განსაბაჟებელი ამანათის მიღება მხოლოდ ოფისში შეიძლებოდა.

    ReplyDelete
  24. ეხლა გასაგებია :) ერთი შეკითხვაც და გავდივარ: განსაბაჟებელი ნივთი ჩამომივიდა,რომლის ინვოისშიც რაღაც დოკუმენტების მომზადების თანხაზეა საუბარი და ეს რამე ახალია? ანუ ადრეც ჩამომივიდა რაღაც ნივთი და მაშინ უბრალოდ ტრანსპორტირების თანხა გადავიხადე + განბაჟება.

    ReplyDelete
  25. არც ისე ახალია, რამოდენიმე თვეა უკვე ასეა. განბაჟებას ემატება 12 ლარი დოკუმენტების მომზადების.

    ReplyDelete