Sunday, April 17, 2011

ახალი ფუნქცია: კომენტარების მოდული

ვითვალისწინებთ რა მრავალრიცხოვან მომხმარებელთა თხოვნას, სისტემას დავამატეთ თრექინგ კოდზე კომენტარის გაკეთების საშუალება. კომენტარის გასაკეთებლად უბრალოდ დააჭირეთ მწვანე ღილაკს და აკრიფეთ სასურველი ტექსტი.

კომენტარში შეგიძლიათ ნებისმიერი ტექსტის ჩაწერა, მაგ.: "შავი ფეხსაცმელი ზაპოდან", "ჩემი შეკვეთა ზაფხულისთვის, მაისური, კეპი, შორტები", "Order #…. შეკვეთის ნომერი Amazon-ზე" და ა.შ., ანუ ნებისმიერი რამ, რაც ამ შეკვეთას მომავალში შეგახსენებთ. კომენტარი გამოჩნდება ამერიკაში ამანათის მისვლის შეტყობინებაშიც.

აკრეფილი კომენტარის ნახვა შეგეძლებათ ამანათის ტრანსპორტირების ყველა ეტაპზე და ის გაყვება თრექინგ კოდს. მისი შევსება სავალდებულო არ არის, ეს არის უბრალოდ სისტემის დამატებითი ფუნქცია.

გისურვებთ წარმატებებს.

10 comments:

  1. kargi funqciaa madlobt, beri trekingebidan gamovarchevt uceb romeli amanatia misuli da romeli ara...

    ReplyDelete
  2. მართლა მშვენიერი ფუქციაა, მე პირადად ძალაინ მინდოდა. ბევრი ამანათი ჩამომდის ხოლმე ერთად და გამიადვილებს მივხდე რომელ ამანათში რა დევს..

    ReplyDelete
  3. საქართველოში უდავოდ ერთ–ერთი ყველაზე კარგად ორგანიზებული ორგანიზაცია ხართ ...

    ReplyDelete
  4. ვეთანხმები @vakhoabagt -ს
    ISO სერთიფიკატი თუ არ გაქვთ ნამდვილად ღირსები ხართ :)

    ReplyDelete
  5. თუ შეგიძლიათ ამანათების დაყოვნების ფუნქციაც დაამატოთ?

    ReplyDelete
  6. მადლობთ ყველას კეთილი სიტყვებისთვის. ჩვენ ეს ძალიან გვახარებს და გვამხნევებს!

    Mikheil - ამ ფუნქციის დამატება სამწუხაროდ ჯერ-ჯერობით ვერ ხერხდება, რადგან ამ ერთი შეხედვით მარტივი ოპერაციისთვის ამჟამინდელი ტექნოლოგიური პროცესის შეცვლაა საჭირო. რათქმაუნდა ჩვენს ინტერესებშია სერვისის გაუმჯობესება და ამ საკითხზეც ვიზრუნებთ შეძლებისდაგვარად. გმადლობთ შეკითხვისთვის.

    ReplyDelete
  7. მოგესალმებით,
    ყველა სახის მომსახურება ძალიან კარგი გაქვთ,მაგრამ ერთი შენიშვნა მაქვს. როდესაც ამერიკიდან ვღებულობ ამანათს წონით 0,3კგ და მისი ღირებულებაა 10$-15$, არასწორია არ მოიტანოს მითითებულ მისამართზე ეს ამანათი ჩვეულებრივმა კურიერმა და საჭიროა ოფისში მოსვლა (თან სად? ქალაქის ბოლოში), ან დამატებით 3 ლარის გადახდა ექსპრეს-კურიერის მომსახურებაში. ექსპრეს-კურიერი გადასარევია იმისთვის, ვინც დიდ შეკვეთას ღებულობს. მაგრამ ჩემთვის უაზროდ ზედმეტი ხარჯია.
    უმორჩილესად გთხოვთ გაიზიაროთ ეს მოსაზრება და ბევრი ადამიანის სურვილი დააკმაყოფილოთ.

    ReplyDelete
  8. adorably - ვეცდებით მაქსიმალურად, რომ ლიმიტი დაიწიოს. გმადლობთ.

    ReplyDelete
  9. კარგი სიახლეა !

    ReplyDelete
  10. ძალიან კარგი იქნება თუ დამახსოვრებულლი კომენტარი გამოჩნდება პირდაპირ და ამ რილაკზე სათიტაოდ დაჭერა არ დაგვჩირდება კომენტარის სანახავად....

    ReplyDelete