მოხარული ვართ გაგაცნოთ 2011 წლის კიდევ ერთი სასიამოვნო ინფორმაცია:
12 მარტიდან სისტემას დაემატა ახალი მომსახურება: ექსპრეს კურიერი, რომელიც მოთხოვნის შემთხვევაში რეისის ჩამოფრენის დღესვე სრულდება. ასევე ძალაში რჩება სტანდარტული უფასო საკურიერო სერვისიც.
ექსპრეს კურიერის სერვისით სარგებლობა შესაძლებელია ნებისმიერ დღეს, რეისის ჩამოფრენის დღიდან და მისი ღირებულება შეადგენს 3 ლარს ყოველ 15კგ-ზე, ამანათების და ჩამოსული რეისების რაოდენობის მიუხედავად.
ექსპრეს კურიერით სარგებლობისთვის, ამანათების მართვის პანელში, განყოფილებაში "ჩამოსულია" გააკეთეთ მოთხოვნა შესაბამის ღილაკზე დაჭერით: "მოიტანოს ექსპრეს კურიერმა", რის შემდეგაც ამანათები გაიგზავნება იმ მისამართზე, რაც მითითებული გაქვთ თქვენს ექაუნთში პროფაილის განყოფილებაში.
ძაან მაგარი სერვისია.. ვინც ვერ ახერხებს მოსვლას ან ოდნავ ცოტა მოშორებით ცხოვრობს მაგისთვის მიღწევაა..
ReplyDeleteმაგრამ ისეთი კარგი ოპერატორები გყავთ (განსაკუთრებით ერთერთი.. ბოლო რიგში რო ზის ხოლმე ძირითადად ადრე სადაც პლასტიკური ბარათით გადახდა იყო) და ისე მიხარია office-ში მოსვლა რომ მე პირადად კურიერს არ შევაწუხებ :D
ესეთი მომსახურეობის მქონე ავია გადამზიდი კი არა საერთოდ ორგანიზაცია არ მინახავს საქართველოში!
დიდი მადლობა ყველაფრისათვის! :)
ეს კარგია. მაგრამ მე ერთი წინადადებით მინდა შემოვიდე : ჩვეულებრივი (უფასო) კურიერი რომ კვირაობით არიგებდეს ამანათებს, უფრო კომფორტული იქნება ჩვენთვის, რადგან სამუშაო დღეებში უმეტესობა ან მუშაობს, ან სწავლობს და, მაგალითად მე, დიდი პრობლემა მექმნება ხოლმე, როდესაც უნივერსიტეტში ლექციიდან გამოსვლა მიწევს, რათა სახლში მოვვარდე, ამანათი გამოვართვა და მერე უკანვე გავარდე უნივერსიტეტში..
ReplyDeleteკი, ნამდვილად ეკუთვნის წლის კომპანიის პრიზი
ReplyDeleteეს სერვისი მხოლოდ თბილისში ვრცელდება თუ რეგიონებშიც?
ReplyDeleteთუ რეგიონებშიც ვრცელდება მათთვის რა დაჯდება ეს სერვისი? 10+3 ლარი?
Blaster- რეგიონებში ისედაც მეორე დღეს იგზავნება გამოთხოვნის შემთხვევაში და 3 ლარის დამატება აღარ არის საჭირო. დაჯდება მხოლოდ 10 ლარი.
ReplyDeleteუკაცრავად თემას რომ გადავუხვიე მაგრამ "დოკუმენტების მომზადება"-ში 12 ლარს რა მიზეზით ითხოვთ ვერ გავიგე? აქამდე ეს არ ყოფილა და არც სხვა გადამზიდები ითხოვენ....
ReplyDeleteიგულისხმება საბაჟო დოკუმენტაციის მომზადება, ცვლილება შევიდა ძალაში 7 მარტს, განახლებული ხელშეკრულებით.
ReplyDeleteკი მაგრამ სანამ გადამზიდები დაიწყებდნენ მაგ "დოკუმენტაციის მომაზადებას" მე ყოველთვის ჩემით ვაკეთებდი უფასოდ და ეხლა ამ "სიახლით" არამგონია კლიენტებზე ზრუნავდეთ. რათქმაუნდა სხვა ყველაფერი მომწონდა რომ ემატებოდა ნაირნაირი სერვისები... მაგრამ ეს ნამდვილად ზედმეტია....
ReplyDeleteსაქართველოში მოქმედ ყველა საფოსტო კომპანიაში არის დოკუმენტაციის მომზადების გადასახადი, 15 დან 30 ლარამდე. უკევ რამოდენიმე თვეა ეს ასეა. ბუნებრივია უფასო ყოველთვის ყველა სერვისი ვერც გვექნება. მომსახურების პირობები შეიცვალა 2011 წლის 7 მარტს, მასზე კლიენტის ხელახალი დამოწმების შემდეგ და დოკუმენტაციის მომზადების თანხა განისაზღვრა მინიმალური 12 ლარით.
ReplyDeleteAseti shekitxva makvs!
ReplyDeleteTu vsargeblob ekspress kurieris momsaxureobit,magram kurieris mosvlis dros,ar var saxlshi,sheudzlia tu ara chemma ojaxis cevrma aigos amanati,raime dokumentis sapudzvelze(zagran pasporti) an magalitad teleponis tanxmobis mier!
GioTralivali - კონკრეტულად ბინის მისამართზე მისვლისას შესაძლებელია, რომ ოჯახის წევრმაც ჩაიბაროს თავის პირადობით ამანათი.
ReplyDeletedidi madloba!
ReplyDeleteძააან კარგია, 3 ლარი ნამდვილად მიღირს, მანდ რო არ მოვიდე...
ReplyDeleteმაგრამ გამაგებინეთ ამდენ რამეს აუმჯობესებთ და რეისები 10 დღეს რატო ანდომებს? ადრე 1 კვირაში იყო ხოლმე
Giorgi - გმადლობთ შეკითხვისთვის. მიმდინარეობს ამ საკითხებზე მუშაობა, ძირითადად მაინც 6-8 დღეში ჩამოდის, თუმცა არის ხოლმე ზოგჯერ დაგვიანებებიც რაც ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზებით ხდება.
ReplyDeleteam servisis gamoyeneba minda magram ofisshi minda rom momawodos kurierma sadac vmushaob sagamos 7 saatamde da es problema iqneba ???
ReplyDeletegiorgi - არ იქნება პრობლემა. კურიერი მუშაობს 7-მდე.
ReplyDeletekargi iqneboda xelshekrulebashi cvlilebebi rom ramenairad an gaawitlot an Bold-it gamokot da cina variantic ikos naxvadi ramenairad
ReplyDeleteთითქმის ორი წელია ამ კომპანიის მომსახურებით ვსარგებლობ. თავიდან ბევრი პრობლემა გქონდათ და ხშირად გამომითქვამს უკმაყოფილება, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ დროთა განმავლობაში თითქმის ყველა პრობლემა მოაგვარეთ და ძალიან საინტერესო სიახლეებიც შემოგვთავაზეთ. დღესდღეობით უდავოდ ერთ–ერთი საუკეთესო (თუ არა საუკეთესო) ქართული კომპანია ხართ მომსახურების ხარისხით და ასე გააგრძელეთ.
ReplyDeleteუკვე აღინიშნა და მეც იგივეს ვისურვებდი, რომ საკურიერო მომსახურება შაბთ-კვირას იყოს, რადგან მეც იგივე პრობლემა მაქვს. სახლში არავარ 7 საათამდე.
ReplyDeleteთუმცა, თუ სამსახურის მისამართის მითითება შეიძლება, ეს გარკვეულწილად ამარტივებს სიტუაციას.
გამარჯობათ, მაინტერესებს ექსპრეს კურიერით სარგებლობის შემთხვევაში ბინაზე მიტანა მცირე ზომის ამანათებსაც ეხებათ?
ReplyDeleteLuka - დიახ ეხება.
ReplyDeleteKobasworld - შეგიძლიათ მისამართი ცვალოთ თქვენი სურვილის მიხედვით, პროფაილის განყოფილებიდან.
ar sheidzleba reisebis dagvianebis shesaxeb cota ufro adre ro gvacnobot xolme? tkven xom es ufro adre icit vidre is dge dgeba roca amanatis migebis dro modis ?? chvenc gagvagebinet xolme, rom ragacnairad uketesad davgegmot tundac week end-i tumdac sxva ram
ReplyDeleteZurab - გვერწმუნეთ, ტექნიკურად რომ ცნობილი იყოს, აუცილებლად გამოქვეყნდებოდა . სატვირთო რეისების შემთხვევაში ცოტა სხვანაირად არის ვიდრე სამგზავრო, მაგ.: შეიძლება თვითფრინავი ჩამოფრინდეს, მაგრამ ტვირთი არ ჩამოყვეს.
ReplyDeleteგმადლობთ.
მე მაქვს შემდეგი პრობლემა:
ReplyDeleteკურიერი მოდის ხოლმე ისეთ პერიოდში როდესაც სახლში არ ვარ, თუმცა სახლში არის ბავშვის ძიძა, ოღონდ მას სახლიდან გამოსვლა არ შეუძლია, ხოლო კურიერი კი თავის მხრივ მეორე სართულზე არ ადის.
ექსპრეს-კურიერის სერვისი გულისხმობს თუ არა ამ დამატებით მომსახურებას, რომ კარებთან მიიტანოს ამანათი?
Vanuatoo დიახ გულისხმობს
ReplyDeleteრომელ საათამდე მოვა ექსპრეს კურიერი???
ReplyDeleteექსპრეს კურიერის მუღამი ის არის რომ, იმენნა სახლში კი არ მოაქვს, იმ მისამართზე მოაქვს, რასაც ჩაწერ ექაუნთის მისამართში. შესაბამისად, თუ სახლში ვარ ან სამსახურში ამას მნიშვნელობა არ აქვს. სადაც არ უნდა ვიყო, იმის წინ რაც კურიერს გამოვიძახებ, ექაუნთის მისამარს ვცვლი, და იქ ვღებულობ ამანათს სადაც ვიმყოფები. სამსახურში, სახლში მეგობართან, თუ რესტორანში :).
ReplyDeleteKoveltvis tkvili da kvelgan sheidzleba? Gadavixade 3 lari gushin sagamoti. Amanati unda moetanad dges 13:00-mde. Xom esea? 3 lari ki ar mtskins, rom gadavagde, mtskins rom kvelgan tkvilia. Tu tkven goniat rom motslili var rom mteli dge saxlidan ar gavide - tu servisia, servisi unda ikos. Akamde me tviton 20jer movidodi tkven ofisshi amanatis tsasagebat.
ReplyDeleteGuram - ტყუილს გულისხმობთ თქვენ ალბათ. ბოდიშს კი ვიხდით რომ გაუგებრობაში აღმოჩნდით ჩვენს გამო, მაგრამ ნება გვიბოძეთ განვმარტოთ. ხელშეკრულების პირობების თანახმად, 13:00-მდე გადახდილი ექსპრეს კურიერი მოდის იმავე დღეს, ხოლო 13:00-ის შემდეგ მომდევნო დღეს. არსად არ წერია, რომ 13:00-მდე მოდის კურიერი. თუ თქვენ გადაიხადეთ 13:00-ის შემდეგ, კურიერი აუცილებლად მოვა თუ უკვე მოსული არ არის. ექსპრეს კურიერის ხიბლი ის არის, რომ მისამართი შეგიძლიათ სთხოვოთ და სხვაგან მოიტანოს როდესაც დაგირეკავენ. ასევე ექსპრეს კურიერი თვითონაც ეცდება ამანათი ატაროს მანამ, სანამ არ დახვდებით რომელიმე მისამართზე.
ReplyDeleteკიდევ რამდენი "ტყვილი" შენიშნეთ რომ განვმარტოთ, გთხოვთ მოგვწეროთ.
gamarjobat, bodishs gixdit rom qartulad ar vcer, shekitxva maqvs, express kuriertan angarishcoreba rogor xdeba? balansze angarishis qonit tu kurieris mosvlis dros angarishcorebit? sheidzleba sadme iyo am kitxvaze pasuxi, me ver movidzie, madloba cinascar.
ReplyDeleteSilent - ექსპრეს კურიერის მომსახურებას იხდით თქვენი ექაუნთიდან, განყოფილებაში - ჩამოსულია, "მომიტანოს ექსპრეს კურიერმა" ღილაკზე დაჭერით. ამ დროს ბალანსზე უნდა გქონდეთ მინიმუმ 3 ლარი.
ReplyDeleteმოგესალმებით usa! ძაან მაგრები ხართ! განსაკუთრებით ის მომწონს, რომ უცნაურ კითხვებს უცნაურადვე რომ პასუხობთ ;) მთავარი ისაა, რომ პასუხობთ!
ReplyDeleteახლა რა მაინტერესებს, შევუკვეთე მუსიკალური აპარატურა, სადღაც 12-13 კგ. 2 დღის მერე შევუკვეთე გიტარის აქსესუარები, სიმები და მედიატორები. შეიძლება, დაველოდო ყველაფრის ჩამოსვლას, დავახვავო თქვენთან და მერე ექსპრეს კურიერს მოვატანინო 3 ლარად? :D
zkhva09 მადლობთ გაიხარეთ თქვენ :) მაგრები თუ ვართ იმიტომ რომ მაგარი მომხმარებლები გვყავს!
ReplyDeleteექსპრეს კურიერს რაც შეეხება, პრობლემა არ არის. სწორედ ასე მუშაობს ეს სერვისი, შეგიძლიათ ნებისმიერ დროს გამოიძახოთ და ნებისმიერი რაოდენობის ამანათს მოიტანს ერთად. ყოველი 15კგ - 3 ლარი.
სერვისის გასაუმჯობესებლად გთავაზობთ იდეას: დაამატეთ პუნქტი "სხვა ამანათი" (ან "ამანათების მოგროვება", ან რაგაც მსგავსი) და თუ მე ველოდები მეორე ან კიდევ დამატებით ამანათს მოვაგროვებ და ერთად შევუკვეთ მოტანას.
ReplyDeleteისე ყოჩაღ, მიხარია, რომ ასეთი სერვისი ააწყვეთ და ნელ ნელა აუმჯობესებთ კიდეც.
(ტფუ,ტფუ,ტფუ. :–) მეშინია არ გავნოთ ქებამ)