Tuesday, October 12, 2010

განბაჟების პროცედურა გამარტივდა

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ ახდა მრავალი ადამიანის ოცნება და საბაჟო პროცედურები გამარტივდა. გასაბაჟებელი ამანათების გატანა ამიერიდან ჩვენი ოფისიდან მოხდება, ყოველგვარი დაბრკოლების და საბაჟო პროცედურების გარეშე. საბაჟო გადასახადების გადახდა კი ამანათის ჩამოსვლიდან 30 კალენდარული დღის ვადაში შეგეძლებათ.

კომპანია მადლობას უხდის ყველა იმ სახელმწიფო სტრუქტურას ვისაც ამ საკითხის მოგვარებაში წვლილი მიუძღვის.
იმედი გვაქვს საბაჟო პროცედურების გამარტივებით, ონლაინ შოფინგი უფრო სახალისო გახდება მომხმარებლებისათვის.
გისურვებთ წარმატებებს!

64 comments:

  1. didi madloba informaciistvis da kargi iqneboda usa dan 300 larze meti girebulebis saqonelis chamotana gls s gareshec rom sheidzlebodes. usa2georgia egreve rom sheidzlebodes 300 larze metis chamotana ufro mosaxerxebeli iqneboda.

    ReplyDelete
  2. ძალიან კარგი სიახლეა!
    ერთდროულად რამდენიმე ახალ მიმართულებაზე მუშაობთ რასაც საბოლოოდ წარმატება მოაქვს თქვენთვის და მომხმარებლებისთვის კმაყოფილება : )

    ReplyDelete
  3. "გასაბაჟებელი ამანათების გატანა ამიერიდან ჩვენი ოფისიდან მოხდება" 300 ლარზე მეტი ღირებულების საქონელიც იგულისხმება გასაბაჟებელ ამანათებში ? თუ ისევ gls სით უნდა მოხდეს ?

    ReplyDelete
  4. სულერთია GLS-იც ასევეა.
    გმადლობთ, ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად რომ მომსახურება დაიხვეწოს. სახელმწიფო სტრუქტურებსაც ნუ დავუკარგავთ ღვაწლს :) რაც მართალია მართალია, ეს მაგარი იყო!

    ReplyDelete
  5. ნებისმიერ ამანათს ეხება ეს ცვლილება.

    ReplyDelete
  6. და რაიმე არსებობს ისეთი მარტივი გზა რომ წინასწარ გავიგოთ ჩვენი პროუქტის განბაჟების ღირებულება?

    ReplyDelete
  7. REAPER -მიახლოებით შეგიძლიათ დათვალოთ, საშუალოდ იქნება 18% პროდუქციის ღირებულების და თბილისში ტრანსპორტირების ჯამის.

    ReplyDelete
  8. თქვენ გაიხარეთ :) თორემ ხუთი საათი მაინც მიწევდა ხოლმე რიგში დგომა..

    კიდევ ერთი, ძალიან კარგი სიახხლეა!

    ReplyDelete
  9. gamarjoba, dzalian kargi siaxlea da mainteresebs ganbajebis girebulebasac tqvens ofishi gadavixdit tu gadaxdit bankshi unda gadavixadot?imito vkitxulop ro erxel momicia dadianidan ganbajeba da gamotana da sabajos gadasaxdeli sabajos serviscentrshi arsebul bank respublikashi gadavixade

    ReplyDelete
  10. ბაჩანა, ჩვენ ამანათს გაგატანთ და შემდეგ უკვე ბანკში იხდით ნებისმიერში და ამისათვის 20 კალენდარული დღე გეძლევათ.

    ReplyDelete
  11. ანუ, 300 ლარზე მეტი ღირებულების საქონლის გამოწერა შეიძლება usa2georgia-თი (და არა GLS-ით)?

    ReplyDelete
  12. Dito - წესებით არ არის დასაშვები, რადგან ტერმინალში სორტირებისას ირევა ამანათები. ახლო მომავალში შეიძლება ეს შეზღუდვაც გავაუქმოთ. ეს ტექნიკური პრობლემა უფროა.

    ReplyDelete
  13. ჩათვალეთ, რომ კონკურენტები უკან მოიტოვეთ!!! ძალიან კარგია ასეთი სერვისი, განსაკუთრებით საბაჟო გადასახადის გადახდის ვადები!

    ReplyDelete
  14. გამარჯობათ.
    რეგიონში მაცხოვრებლებისთვის როგორ იქნება, აუცილებელია თბილისში ჩამოსვლა გასანბაჟებელი ნივთის შემთხვევაში?

    ReplyDelete
  15. ძაამ მაგარი იქნება თუ 300 ლარზე მეტი ღირებულების პროდუქციას usa2georgia-თი გამოვიწერთ.

    ReplyDelete
  16. ორგანიზაციის შემთხვევაში GLS-ში უნდა დაუკვეთეთო და ანალოგიურად მხოლოდ 18%-ით დავიბეგრებით და პლიუს ტრანსპორტირების ღირებულებით? ეს 18% დამატებითი ღირებულების გადასახადია, რომელსაც ორგანიზაცია ითვლის საბაჟოს დეკლარაციის ნომრის მიხევით (რასაც დღგს რეესტრში უთითებს თვის ბოლოს), და ამ შემთხვევაშ ამ საბუთს თქვენ გასცემთ?

    ReplyDelete
  17. sabajo deklaracias vin Segvavsebinebs, Tqven Tu sabajoze unda SevavsebinoT?

    ReplyDelete
  18. სულზე მომისწრო!

    ReplyDelete
  19. mrlvnk ჩვენ გავაკეთებთ რაც საჭიროა

    George ფორმა 4 მიიღეს ჩასათვლელ საბუთებში და ჩვენ დაგიბეჭდავთ, არ არის პრობლემა.

    Murtaz გამოიწერეთ თუ ასე ძალიან გსურთ :) განსხვავებას ვერ ვხედავ. ორივე შემთხვევაში ჩვეულებრივად ჩვენგან გაიტანთ.

    Maxim რეგიონებში ჩამოგიტანთ გასაბაჟებელსაც და გადმოგცემთ. შემდეგ თქვენ 20 კალენდარულ დღეში შეგეძლებათ გადაიხადოთ საბაჟო გადასახადები.

    ReplyDelete
  20. ასეთი რამ ვიცი, რომ გერმანიაში, იქ შეძენილი ნივთების ქვითრების წარდგენის შემთხვევაში, აეროპორტში ქვეყნიდან გასვლისას დღგ-ს გიბრუნებენ, რასაც მერე საქართველოში განბაჟებაში გადაიხდი (წესით). ამერიკის შემთხვევაში არ ხდება ასეთი რამ?

    ReplyDelete
  21. Luka - ვერ გეტყვით სამწუხაროდ ზუსტ პასუხს. 077 ცხელ ხაზს დაუკავშირდით და კითხეთ, ალბათ ეცოდინებათ. სავარაუდოთ იქაური "ტაქსფრი" აქ არ გამოდგება.

    ReplyDelete
  22. 20 kalendarul dgeshi tu ar gadaixdi mere savaraudot jarimas dagaweseben da saiteresoa jarima ra tanxas sheadgens

    ReplyDelete
  23. "GLS Group said...
    ნებისმიერ ამანათს ეხება ეს ცვლილება." –

    ვერ გავიგე, 300 ლარზე ნაკლები ღირებულების ამანათსაც ეხება?? მაგაზე ხომ განბაჟბას არ ვიხდით, თუ ეგეც შემოიღეს?

    ReplyDelete
  24. Luka - როდესაც ინტერნეტით იძენთ რაიმეს და გადახდას ქართული პლასტიკური ბარათით აწარმოებთ, დააკვირდით საბოლოო თანხის შემადგენელ ნაწილებს, სანამ "Submit Order"-ს დააჭერთ: შედის საქონლის ღირებულება, ტრანსპორტირების ღირებულება და sales tax – თქვენს ინვოისში ეს გადასახადი ნოლი იქნება, ვინაიდან საერთაშორისო ბარათით გადახდისას ავტომატურად გიუქმდებათ. თქვენ რომ იხდიდეთ ამერიკული ბარათით, დაახლოებით 4–7% იქნებოდა (შტატს გააჩნია). ანუ, თქვენ, ფაკტიურდ, ისედაც ტაქსფრი შოპინგობთ.

    ReplyDelete
  25. "GLS Group - 077 ცხელ ხაზს დაუკავშირდით და კითხეთ". ოდესმე გიცდიათ 077–ზე დარეკვა? ჯერ ავტომოპასუხე ირთვება დაელოდეთო, და მერე საერთოდ გთიშავენ. ერთი კვირა ვრეკავდი გაბმულად, უფრო ადვილია მისვლა.

    ReplyDelete
  26. აი ეგ კარგი იყო.

    ReplyDelete
  27. ძალიან მაგრები ხართ, გისურვებთ წარმატებებს.
    კარგი იქნებოდა იგივე სერვისი ევროპაზეც გაგეკეთებინათ, ბევრი კარგი რამეა აქვთ ევროპელ მწარმოებლებს , რაც ამერიკულ საიტებზე არ არის.

    ReplyDelete
  28. Maria - ფინანსთა სამინისტროს ცხელი ხაზი 077 მუშაობდა 1 თვის წინ. იმის შემდეგ არ გვიცდია ნამდვილად. ძალიან ცუდი თუ არ მუშაობს :)

    ნებისმიერ არა, 300 ლარზე მეტი ღირებულებისას. 300 ლარამდე არაფერი შეცვლილა.

    ჯარიმებზე ჯერ არ არის ინფორმაცია ცნობილი. 20 კალენდარულ დღეში თუ არ გადაიხდის ადამიანი, ალბათ არ უნდოდა და შემთხვევით წაიღო :)

    ReplyDelete
  29. თუ არ გეზარებათ ცოტა დეტალურად, ეს გადახდა როგორ ხდება ?

    ტვირთან ერთად ავიღებ რაღაც საბუთს, მივდივარ ნებიმსმიერ ბანკში მივაწვდი ოპერატორს და გადავიხდი ? მეტი არაფერი ?

    ReplyDelete
  30. George - გაიხარეთ! ვნახოთ რა იქნება, ევროპა უფრო ახლოსაა :)

    ReplyDelete
  31. Abnormalia - დიახ მეტი არაფერი :)

    ReplyDelete
  32. ყველაფერი კარგია მაგრამ უფრო კარგი იკნება კურიერული სერვისი 4 დღის მერე რო არ იწყებოდეს

    ReplyDelete
  33. Zura - მესამე სამუშაო დღეს იწყება 4 დღის მერე არა :) მაგრამ გეთანხმებით კარგი იქნებოდა და მანქანების რაოდენობაზეა ეს დამოკიდებული ვმუშაობთ ამ საკითხზე. მალე იქნება სიახლე.

    ReplyDelete
  34. დავუშვათ ნივთის ფასი არის 295 ლარი, ტრანსპორტირება ამერიკის ფარგლებში - 10 ლარი, განბაჯება მომიწევს?
    და კიდევ ერთი: თუ ყიდვის მომენტში ნივთი ღირს 295 ლარი და კურსის ცვლილების გამო ჩამოტანის მომენტისთვის 301 ლარია მომიწევს საბაჯო გადასახადი?

    ReplyDelete
  35. Mikheil არ მოგიწევთ, რადგან მხოლოდ პროდუქციის ღირებულებას უყურებს საბაჟო.

    ჩამოტანის მომენტში თუ მეტი გამოვიდა მოგიწევთ განბაჟება, და აი მაშინ იმ 10 ლარსაც მიათვლიან :)

    ReplyDelete
  36. GLS-ზე რაც მოდის ავტომატურად ყველაფერს საბაჟოზე უშვებთ? იმიტომ ვკითხულობ, რომ თუ ნივთი 300 ლარზე მეტია და გამოვუშვი GLS-ით, ჩამოტანის მომენტისთვის 300 ლარზე ნაკლები გამოდის კურსის ცვლილების გამო, მაინც გადავიხდი საბაჟოს? ყველა ვარიანტში usa2georgia-ზე რომ გამოვგზავნო 300 ლარზე მეტიც რომ იყოს, რამე პრობლემა ხომ არ შეიქმნება?

    ReplyDelete
  37. ყველაფერი მოდის ჩვენთან და ჩვენგან მიგაქვთ (თუ საბაჟომ რამე არ გადაიფიქრა) :)

    ReplyDelete
  38. განბაჟების თანხის გადახდა ისევ ოთახის ნომერით ხდება თუ უშუალოდ უნდა თქვენს ოფისში გადავიხადო. ანუ განბაჟება+წონა ერთად თუ ცალცალკე სემიძლია გადახდა?

    ReplyDelete
  39. ალბათ ჩემს გარდა მილიონი გკითხავდათ, მაგრამ კიდევ ერთხელ დავაზუსტებ, ანუ 300 ლარზე მეტი ოდენობის პროდუქცია თუ შეუკვეთეთ, ყველა დოკუმენტური საკითხს (განბაჟება და ა.შ.) საბაჟოზე მოვაგვარებთ და ამანათს თქვენგან გავიტანთ არა? სწორად მივხდი? :)

    დიდი მადლობა ჩვენზე ასე რომ ზრუნავთ, მიხარია რომ გამიმართლა და თქვენთან ვთანამშრომლობ :)

    ReplyDelete
  40. რომ დავაზუსტოთ, ყველაფრის გატანა თქვენი ოფისიდან იქნება შესაძლებელი?

    ვგულისხმობ საკვებ დანამატებს, რომელთა ფასის მიუხედავათ ყველაფერი ჩერდებოდა საბაჟოზე.

    ეხლა როგორ იქნება?

    ReplyDelete
  41. gamarjobat, exla viangarishe da risi gamocerac minda 165$ girs -free shipingit da rogorc mivxvdi ganbajebas ar daeqvemdebareba ara? 297 lari gamodis daaxloebit dgeis kursit da imedia im dros ar avardeba :)

    ReplyDelete
  42. მარიან, მასეა
    დაუჯერებლად კი ჟღერს, მარა სიმართლეა!

    GLS - თქვენ ხართ number One!

    ReplyDelete
  43. მოკლედ კომენტარები იმდენი გროვდება ფორუმს დაემსგავსა ეს ბლოგი :) კარგია კარგი!

    დავიწყოთ თავიდან:
    Vitali - გასაბაჟებელი ამანათისთვის ჩვენთან იხდით ტრანსპორტირებას და მიგაქვთ ამანათი. განბაჟების თანხას იხდით შემდეგ

    Mariam - არც დოკუმენტური საკითხი არ არის საბაჟოზე. ამანათი იქნება ჩვენთან, ტრანსპორტირება უნდა გადაიხადოთ და წაიღოთ. ეს არის და ეს. ორგანიზაციას ფორმა 4 თუ უნდა იქვე მივცემთ და ჩაითვლის ხარჯებში.

    Dito - საკვებ დანამატებზე ასევე იქნება დიახ. ნებისმიერ რამეზე.

    Bachana - რა გაჩერდეს და რა არა, ამას ჩვენ ჯერჯერობით არ გვეკითხებიან :) ჩვენ ხომ საბაჟო არ ვართ. თუ კურსით არ მოუწევს, არ უნდა გააჩერონ.

    int3gral - გაიხარეთ!

    ReplyDelete
  44. არ მინდა ორი მისამართი. მინდა, რომ 300 ლარზე მეტი და ნაკლები ორვიე მომივიდეს ერთ მისამართზე usa2georgia.com -ზე. შეიძლება უკვე? თუ 300 ლარზე მეტი მაინც GLS ის მეორე მისამართზე უნდ გამოვწერო?
    უამრავი პაროლი მაქვს უკვე მაილები, სოციალური ქსელები, ინტერნეტ ბანკები, :(

    ReplyDelete
  45. shevukvete 250$is nivti me tqvetan vixdi transportirebis gadasaxads da + 250$is 18%s anu tu 1 kilos iwons mashin 8$+45$ ganbajebis swored gavige ?

    ReplyDelete
  46. Faust - არა, თუ ნივთი ღირს $250 და არის 1კგ, ჩვენი ტრანსპორტირება იქნება $8. ჩვენთან გადაიხდით ამ $8-ს, ხოლო განბაჟების იქნება ($250+$8)-ის 18% ანუ $46.44, რომელიც ბანკში უნდა შეიტანოთ სპეციალურ სახაზინო კოდებზე (ანუ სახელმწიფო ანგარიშებზე). ასევე 5 ევრო მოსაკრებელი თვითოეულ გაჩერებულ ამანათზე - ესეც ბანკში მოსაკრებლის კოდზე. ანუ ჩვენთან იხდით მხოლოდ ტრანსპორტირებას. მგონი ძალიან მარტივია.

    ReplyDelete
  47. da am bankis kods tqven momcent da + ramdeni unda gadavixado ? anu sabajos invoices ase vtqat ?

    ReplyDelete
  48. და დეკლარაცია არ მექნება ? მარტო ბანკის ქვიტარი მერე ჩემთვის საკმარისია ? ეგ იქნება განბაჯების საბუთი ?

    ReplyDelete
  49. VYACHESLAV როგორ არ გექნებათ, ჩვენ დაგიბეჭდავთ ფორმა4-ს

    ReplyDelete
  50. დეკლარაციაში ადრე ერთ-ერთ ფოსტაში 50 ლარი გადამახდევინეს და თქვენთანაც უნდა გადავიხადოთ დეკლარაციისთვის 50 ლარი? საქონლის ღირებულების 18% ის და +5 ევროს მოსაკრებელის გარდა რომელსაც ბანკში ვიხდით.

    ReplyDelete
  51. Omar - არაფერი არ გექნებათ ზედმეტი გადასახდელი. ჩვენთან იხდით ტრანსპორტირებას, დღგ და მოსაკრებელს კი სახაზინო კოდებზე ბანკში. ფორმა 4 -საც დაგიბეჭდავთ.

    ReplyDelete
  52. ძალიან მაგარია! ადრე ვერიდებოდი განსაბაჟებელი პროდუქციის გამოწერას (განბაჟების დრო და ნერვები არ მქონდა), აწი ეს პრობლემაც მოგვარდა!! მაგრები ხართ!!!

    ReplyDelete
  53. გაიხარეთ თქვენ და პირველ რიგში იმ საბაჟომ თუ ფინანსთა სამინისტრომ თუ ვინცაა :)
    ეხლა უკვე შემიძლია ნოუთბუქის გამოწერა :)))

    ReplyDelete
  54. ერთ-ერთ კომენტარში ეწერა, თითქოს USA2Georgia-თი არ შეიძლება 300-ლარზე მეტი ღირებულების ნივთის შეკვეთა, თუ მე ვერ გავიგე? დღეს შევუკვეთე 554 დოლარის ღირებულების ფოტო კამერა, მივუთითე შეკვეთის ნომერი და გავაკეთე დეკლარაციის ჩანაწერი. საბოლოო თანხას განბაჟებისთვის თქვენ მეტყვით ალბათ, არა? რამე პრობლემა ხომ არ შემექმნება?
    პატივისცემით

    ReplyDelete
  55. მაინტერესებს, კერძო პირისგან მიღებული ამანათების სანდოობას თუ ამოწმებს და როგორ ამოწმებს საბაჟო.

    ანუ თუ ამანათი მომივიდა მეგობრისგან, აწერია რომ შიგ დევს 100$-იანი აპარატი. სინამდვილეში აპარატი 500$-იანია.

    ReplyDelete
  56. Int3lig3nt - ამოწმებს რათქმაუნდა. თუ როგორ ამოწმებენ ეს შეგიძლიათ თავად ნახოთ საბაჟოზე მისვლით ან დარეკვით ცხელ ხაზზე 077

    ReplyDelete
  57. Nato - ჩვენ დაგითვლით თანხას, დაგიბეჭდავთ საბაჟო დოკუმენტებს და გაგატანთ ამანათს.

    ReplyDelete
  58. chamotanil amanats rodesac aweria sabajozeao, rom movide ver gaviten tqveni ofisidan? tu vera mashin ramdeni xani iqneba tvirti sabajoze da rodis mova ofisshi ?

    ReplyDelete
  59. sofiko - როგორ ვერ გაიტანთ. მობრძანდით და გამარტივებული საბაჟო პროცედურების გავლით შეგეძლებათ ამანათის გატანა.

    ReplyDelete
  60. gamarjobat,, chemi amanati sabajozea, invoisi gadavixade, magram tbilisshi ar vimyopebi da ver vaxerxeb ganbajebas da amanatis gatanas, tu shegidzliat amanati regionshi chamomitanot da da adgilzeve ganvabajot? didi madloba winaswar

    ReplyDelete
  61. tamuna - რეგიონებში ჯერჯერობით არ ხდება განსაბაჟებელი ამანათის წაღება რადგან მომხმარებლის თანდასწრებით ფორმა4 დოკუმენტი უნდა დაიბეჭდოს ანუ დეკლარირება გაკეთდეს და ისე გავიდეს ამანათი ჩვენი ოფისიდან. მომავალში იგეგმება განსაბაჟებელი ამანათების რეგიონებში ჩამოტანაც.

    ReplyDelete
  62. airsoft ის იარაღების შემოტანის შეზღუდვაზე კარგი არაფერი ისმის?

    ReplyDelete