Monday, October 25, 2010

ამანათების დეკლარირება სავალდებულოა

როგორც უკვე დავწერეთ ბლოგზე, გამარტივდა საბაჟო პროცედურები და განსაბაჟებელი ამანათების მიღება შესაძლებელია ჩვენს ოფისში.

იმისათვის, რომ ისარგებლოთ გამარტივებული საბაჟო პროცედურებით, საჭიროა ამერიკაში მიღებულ ამანათებს ყოველთვის გაუკეთოთ დეკლარირება. ამანათების დეკლარირება შესაძლებელია შემდეგ განყოფილებებში: მისაღები, ამანათები ან გამოგზავნილი.

დეკლარაციის არ არსებობის შემთხვევაში, იქნება ეს 300 ლარამდე თუ 300 ლარზე მეტი ღირებულების ამანათი, საბაჟო შეაჩერებს ამანათს დამატებითი მოკვლევისათვის.

ვიმედოვნებთ გულისყურით მოეკიდებით აღნიშნულ ინფორმაციას.

33 comments:

  1. Es ras nishnavs batonebo? Deklaracia 300 laramdec aucilebelia!? Tu tqven gulisxmobt Komerciul Invoiss romelic grafashia? Gtxovt gamartot teqsti gramatikulad da azrobrivad gasagebad!
    Pativiscemit, tqveni klienti(costumer)

    ReplyDelete
  2. Archil - დეკლარირებაა ისიც რასაც თქვენ გულისხმობთ. 300 ლარამდე თუ 300 ლარზე მეტი ღირებულების ამანათის შემთხვევაში კეთდება პროდუქციის გამომგზავნის, ჩამონათვალის და ფასის დეკლარირება. ამანათების მართვის პანელში სპეციალური ღილაკიც კი გავაკეთეთ ამისათვის.

    ამანათი $10-იც რომ ღირდეს და დეკლარირება არ იყოს გაკეთებული, საბაჟოზე შეჩერდება.

    ფოსტაში რომ მიხვიდეთ ნებისმიერ ქვეყანაში, პროდუქციის გაგზავნისას ასევე მოგთხოვენ პროდუქციის დეკლარირებას და ამ დეტალების მითითებას. ანუ ჩვენთანაც იგივეა, უბრალოდ ეს ელექტრონულად კეთდება.

    ReplyDelete
  3. anu am procedurac chven isedac vaketebdit da savaldebulo iko, gansxvavebuli araferia xo? :)

    ReplyDelete
  4. mariam - დიახ ასეა. თუ აკეთებთ ძალიან კარგი :) ამისთვის დაიწერა უბრალოდ რომ ყველას შევახსენოთ ამ საკითხის აქტუალობა.
    გმადლობთ

    ReplyDelete
  5. Gamarjobat! Deklarirebashi roca vavsebt vels niftis girebulebas (anu fas), romeli unda miutito rac realobashi girda is nivti tu mtlianobashi rac dajda tavis "shippingit"? :) cinascar madlobt

    ReplyDelete
  6. Isolde - მხოლოდ ნივთის ღირებულება

    ReplyDelete
  7. საბაჟოზე როგორ ითვლება 300 ლარის ღირებულება, ნივთის ფასი, თუ ნივთის ფასი+ტრანსპორტირება ამერიკის მისამართზე? დეკლარირების დროს ანუ გინდათ თქვათ რომ უნდა მივუთითოთ ნივთის ფასი და არა ნივთი+ტრანსპორტირება?

    ReplyDelete
  8. Nino - თავდაპირველად წერთ მხოლოდ ნივთის ფასებს. თუ ამგვარად ამანათი გადააჭარბებს 300 ლარს, მაშინ მოუწევს განბაჟება. განბაჟებისას კი დაემატება ტრანსპორტირებაც როგორც ამერიკის შიგნით ასევე ამერიკიდან საქართველოში.

    ReplyDelete
  9. tu nivti shipingis gareshe jdeba 295 lari. shipingi ki umatebs 15 lars da agemateba 300 ras vcert realurat? I tu II agvixsenit. cinascar gixdit madlobas

    ReplyDelete
  10. თუ ორი ამანათია სხვადასხვა გამომგზავნებისგან ერთი პირის სახელზე, სათითაოდ 300 ზე ნაკლები ღირებულებისაა, მაგრამ ერთად აჭარბებს 300 ლარს, დაექვემდებარება განბაჟებას?

    ReplyDelete
  11. giorgi - დეკლარაციაში წერთ მხოლოდ პროდუქციის ღირებულებას.

    Eka - სხვადასხვა გამომგზავნისგან თუ იქნება და გადააჭარბებს, არ დაექვემდებარება, თუმცა ეს მხოლოდ ინფორმაციის დონეზე - რეალურად ამანათს გააჩერებენ თუ არა, ამას საბაჟოზე შესაბამისი სამსახური აკონტროლებს. ჩვენ ეს არ გვეხება.

    ReplyDelete
  12. აუ რა არის მე მეგონა უფრო შემცირდა თქო ამანათის ჩამოსვლის დრო და 29 ში უნდა ჩამოსულიყო, ეხლა ველოდებოდი ამანათს და 2ნოემბერიო დააწერეს. ცოტა მალე ჩამოიტანეთ ხოლმე რა გთხოვთ, ამდენი ხანი ლოდინი არ გინდა :(

    ReplyDelete
  13. EKA- ganbajdeba tan aucidleblad :D

    ReplyDelete
  14. vukvetav nivts romelic 500 lari jdeba. mainteresebs shemdegi:

    1. am 500 lariani nivtis ganbajebistvis tavs ar vicuxeb da tqventan vixdi pirdapir kvelapers ertad?

    2. 500 laris girebulebis saqonels ramdeni daemateba gadasaxdeli? (shipingi, ganbajeba)

    ReplyDelete
  15. giorgi - რაც თარიღები წერია როგორც წესი უფრო მალე ჩამოდის. ამაზე უკვე დაიზერა.

    BeQa -
    1. ჩვენთან იხდით ტრანსპორტირებას და მიგაქვთ ამანათი. განბაჟების გადახდა ნებისმიერ ბანკში 20 კალენდარულ დღეში შეგიძლიათ.
    2. საბაჟო გადასახადები არის ღირებულება+ტრანსპორტირებ-ის 18% და 12 ლარი მოსაკრებელი

    ReplyDelete
  16. gamomgzavni araa siashi da ra vqna exla?

    ReplyDelete
  17. LEVA1989 ელ-ფოსტა გამოგზავნეთ და დაემატება დღის განმავლობაში.

    ReplyDelete
  18. მე ყოველთვის ვწერდი დეკლარაციაში იმ თანხას, რომელსაც ვიხდიდი მაღაზიაში, ანუ მაღაზიის ორდერის ღირებულებას. თურმე არასწორედ ვაკეთებდი, უნდა გამომეკლო შიდა გადაზიდვის ღირებულება და დამეწერა "სუფთა" საქონლის ფასი. მაგ. ფეხსაცმელი ღირდა 70$ + 15$ მაღაზიის შიფინგი,მე ვწერდი 85 $ დეკლარაციაში, და უნდა დამეწერა მარტო 70$. სწორედ გავიგე ყველაფერი? უფ..დამაბნიეთ :)

    ReplyDelete
  19. ხშირად დაისვა კითხვა ამანათის დეკლარაციის თაობაზე და საკმაოდ ნორმალურადაც ახსენით რა და როგორ უნდა გააკეთოს.
    ჩემთვისაც და ნებისმიერი თქვენი დამკვეთისთვის ძალიან იოლი იქნება ყველაფერში განათლება თუ გააკეთებთ კონკრეტულ დასურათებულ გაკვეთილს თუ როგორ უნდა მოვახდინოთ ამ ამანათის დეკლარირება.
    სიმართლე გითხრათ მე იმასაც კი ვერ მივხვდი მე უნდა დავწერო ეს დეკლარაცია თუ ვინც მე მიგზავნის (ანუ ვისგანაც ვიყიდე...)
    თუ მეთვითონ ვწერ ნივთების სიას და ფასებს ვუთითებ მაშინ შესაძლებელია მოვიტყუო და 300 ლარამდე დავამრგვალო, რაღაც რაღაცეებს რომ ავარიდო თავი(მემგონი ყველას მოუვა ასეთი ნათურაანთებული იდეა განსაკუთრებით ჩვენ- ქართველებს.)
    დავუბრუნდები ჩემს თხოვნას- გაკვეთილის გაკეთების თაობაზე სადაც კონკრეტულად აღწერთ თითოეულ ნაბიჯს, რადგან გაგვიადვილოთ ამ იმფორმაციის მოწოდება და თან აღარ შეწუხდებით კითხვების დიდი რაოდენობით.

    ReplyDelete
  20. architector - კარგი იდეაა, გაკვეთილები დაგეგმილი გვაქვს ზოგადად სხვა თემებზეც.
    ანთებული ნათურების რა გითხრათ, მაგრამ მოტყუებას აზრი არ აქვს, ყველა ამანათი მოწმდება საბაჟოზე.

    ReplyDelete
  21. bungakushoujo - ჩვეულებრივი ამბავია, ელ-ფოსტაზე მოგვწერთ და დავამატებთ იმავე დღეს. თქვენს მიერ მოწერილი 2 მაღაზიაც უკვე დავამატეთ.

    ReplyDelete
  22. mdaaa, exlaxans mimivida ai aseti sms mobilurze:

    "gtxovt gaitvaliscinot, rom amanatebis sheuperxeblad migebisatvis savaldebuloa mati deklarireba. tqvens otaxis nomerze es xshirad ar xdeba"

    teqsti aris sityva-sityvit, rogorc momivida mesiji. saqme imashia, rom srulad ar sheesabameba simartles, radgan ar yofila shemtxveva, deklarireba ar momexdinos.

    es sms rato movida? faqtia ragac shecdomaa, mara am shecdomis gamo problemebi ar minda shemeqmnas.

    ReplyDelete
  23. nihontoman - ეს შეტყობინება ყველას მიუვიდა ვისაც ერთხელ მაინც გამორჩა დეკლარირების გაკეთება. შეიძლება თქვენ ადრე გამოგრჩათ და არ გაგიკეთებიათ. ეს შეტყობინება შეხსენებითი ხასიათისაა და არ ნიშნავს რომ რაიმე შეფერხდება თუ თქვენ დეკლარირებას ავსებთ. სანერვიულო არაფერია. გმადლობთ რომ გამოგვეხმაურეთ.

    ReplyDelete
  24. yoveltvis vaketeb deklarirebas tqveni instruqciis mixedvit, da yoveltvis mwert mainc, rom ar maqvs deklarirebuli tvirti da me mwirs rame, tu tqvens programas?

    ReplyDelete
  25. irina - შეიძლება პროგრამამ იმის გამო გამოგიგზავნათ ეხლა SMS, რომ ადრე რომელიმე თრექინგ კოდზე გამოგრჩათ დეკლარირება. ჩვენი შეტყობინება შეხსენებითი ხასიათის იყო.

    ReplyDelete
  26. პროდუქცია შევუკვეთე RongDepot.com-იდან. დეკლარირების შევსების დროს გამოგზავნთა სიაში ასეთი საიტი არ არის, ამიტომ ebay.com-ი ავირჩიე. იმედია ამის გამო ამანათს არ შეექმნება პრობლემები.

    ReplyDelete
  27. უკვე დამატებულია ეს საიტიც, შეგიძლიათ მიუთითოთ. შეგიძლიათ ელ-ფოსტაზე გამოგვიგზავნოთ ხოლმე მაღაზიის ლინკი და დაუყოვნებლივ დაემატება სიას.

    ReplyDelete
  28. გამარჯობათ!
    სხვადასხვა დგეს ჩამომდის ამანათები რამოდენიმე დღის შუალედში,სამივეს ფასი 300 ლარზე მეტია და მაინტერესებს თუ მოხდება მათი განბაჟება

    ReplyDelete
  29. Nika - თუ სხვადასხვა რეისით მოფრინავს და ამგვარად ჯამში აჭარბებს 300 ლარს, მაშინ არ მოხდება განბაჟება.

    ReplyDelete
  30. მოგესალმებით!
    მე გამოვიწერე ნივთი რომელიც არ მიყიდია, არამედ როგორც დემო მასალა გამომიგზავნა ერთმა კომპანიამ უფასოდ. რადგან იმ კომპანიას საზღვარგარეთ გაგაზავნა არ შეეძლო ამიტომ ვისარგებლე თქვენი სერვისით. მაგრამ თქვენი "დეკლარირების" ფუნქცია არ იცნობს ისეთ საიტს რომელიც ქვენ საიტების ჩამონავალში არ არის და არც ჩამატება არის შესაძლებელი. ტანხა რომც მივუთითო მაინც ვერ ვავსებ დეკლარაციას ბოლომდე, რადგან არ ვწერ გამომგზავნის სახელს. რა ვქნა ამ დროს, და რა ვქნა როცა ნივთი არ არის ნაყიდი და ამიტომ მისი სადეკლარაციო ფასი არის 0???
    გმადლობთ

    ReplyDelete
  31. დეკლარაცია უნდა შევავსო და შეგიძლიათ ერთ კითხვაზე მიპასუხოთ? როდესაც პროდუქცია შევუკვეთე, რაღაც აქცია იყო, სპეციალური კოდის შეყვანის შემდეგ 10% დააკლდა. დეკლარაცია როგორ შევავსო? 10% დაკლებული, ანუ რაც რეალურად ჩამომეჭრა ბარათიდან? თუ საწყისი ფასი (რომელიც 300 ლარს აღემატება) ?

    ReplyDelete
  32. Lela - დეკლარაციაში უნდა მიუთითოთ ის თანხა რაც რეალურად გადაიხადეთ.

    ReplyDelete
  33. გამარჯობა,
    1 ამანათში 8 დასახელების პროდუქტია და დეკლარაციის შევსებისას ყველა ნივთი სათითაოდ უნდა ჩავწერო თუ ჯამური თანხის ჩაწერა საკმარისი იქნება?

    ReplyDelete