Thursday, October 7, 2010

11 ოქტომბრიდან ყოველდღიურ რეისებზე გადავდივართ

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ ორშაბათს 11 ოქტომბრიდან რეისები ყოველ დღიურად გამოიგზავნება. ორშაბათს მისული ამანათები გამოიგზავნება სამშაბათს, სამშაბათს მისული ამანათები გამოიგზავნება ოთხშაბათს და ა.შ. რაც კიდევ უფრო შეუწყოფს ხელს რეისების ხშირ-ხშირად და სწრაფად ჩამოსვლას.

ახლო მომავალში უფრო გამოიკვეთება თუ რა დღეებში იქნება შესაძლებელი ამანათების თბილისში გაცემა, რის შესახებაც დამატებით გაცნობებთ. გთხოვთ თვალი ადევნოთ ჩვენს ბლოგს.

33 comments:

  1. Ikidan rom igzavneba mere mainc erti kvira undeba da ra mnishvneloba akvs am xshirad danishnul reisebs? Adrec xom egre iko?

    ReplyDelete
  2. Ketusi - გმადლობთ შეკითხვისთვის, აქვს მნიშვნელობა რადგან ჩვენ გვჯერავს რომ ეს რეისების ჩამოსვლას გაახშირებს. ტვირთის დანაწევრებით შესაძლებელია უკვე სამგზავრო თვითფრინავებითაც სარგებლობა თუ მოთავსება, ასევე დანაწილება ალტერნატიულ ავია კომპანიებთან. მომდევნო 2-3 კვირის განმავლობაში ამას უფრო თვალნათლივ დავინახავთ ჩვენც და მომხმარებლებიც. მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა ამ მიმართულებით.

    ReplyDelete
  3. მემგონი ცუდი იდეა არ არის რომ, კურიერის მომსახურეობა რაიონების ან თუნდაც მარტო თბილისის მაშტაბით განხორციელდეს ჩამოსვლის დღეს, რა საკვირველია დამატებითი გადასახდელით!
    ყველასთვის მომგებიანი სერვისის დამატება გამოგივათ!

    ReplyDelete
  4. shalva99 - გეთანხმებით ძალიან კარგი იდეაა. უბრალოდ სერვისები ბევრია, გარკვეული პერიოდი არის საჭირო ყველაფრის რეალიზებისთვის. ვნახოთ რა იქნება, ჩვენ ადგილზე დგომას არ ვაპირებთ. გმადლობთ გამოხმაურებისთვის.

    ReplyDelete
  5. Dzalian kargi azria...aghar momitsevs imaze piqri rom chemi amanatebi dagrovdeba da 300 larian limits gadavacharbeb...

    ReplyDelete
  6. მანათების დარიგების დღეები რომელია?

    ReplyDelete
  7. levan - ჯერჯერობით რჩება ისევ ისე, თუმცა როგორც სტატიაში ავღნიშნეთ, მომდევნო 2-3 კვირის განმავლობაში უფრო გამოიკვეთება დეტალები.

    ReplyDelete
  8. dzalian kargi ambavia. dges sasiamovnod gakvirvebuli davrchi. amanats orshabats velodebopdi, mivige ki dges. rac upro xshirad gamoigzavneba amanatebi albat gacemac gaxshirdeba.
    didi madlobaa

    ReplyDelete
  9. კარგი ამბავია ნამდვილად, მაგრამ ხომ არ გგონიათ, რომ სამგზავრო რეისების გამოყენება გაახშირებდა ამანათბის დაკარგვას? ყველასთვის კარგადაა ცნობილი, თუ რა სიხშირით კარგავენ ბარგს სამგზავრო ავიაკომპანიები და ამანათებზეც რომ გავრცელდეს, თქვენთვისაც უხერხული იქნებოდა და ჩვენთვისაც ზარალიანი.

    ReplyDelete
  10. Maria - ვნახოთ, ჯერ-ჯერობით სატვირთოების ათვისება მიდის მაქსიმალურად. წესით არ უნდა იყოს პრობლემა.

    ReplyDelete
  11. ანუ დღესაც რეისი გამოვა?:) და როდის ჩამოვა?

    ReplyDelete
  12. ნეტავ ჩვენი საბაჯო ასე ზრუნავდეს მომხმარებლებზე:X
    ძალიან კარგი სიახლეებით გვახარებთ ხოლმე თქვენს კლიენტებს,დიდი მადლობა ამისათვის:)

    ReplyDelete
  13. Daniel - დიახ ორშაბათსაც გამოვა რეისი და ყოველ დღე. ვნახოთ როგორ იქნება. იმედი გვაქვს რომ 1 კვირაში საშუალოდ ჩამოვა.

    Helen - გმადლობთ თქვენც გულისხმიერებისთვის. საბაჟოზე იქნება ეხლა ძალიან კარგი სიახლე და გავაჟღერებთ სულ მალე.

    ReplyDelete
  14. თითქმის ყოველ რეისზე ჩამომდის ამანათი მაგრამ ყოველთვის 300 ლარზე ნაკლები და საბაჟოსთან რამე პრობლემები ხომ არ შემექმნება?

    ReplyDelete
  15. 11 ოქტომბრიდანო.. გუშინ რეისი არ გამოიგზავნა?

    ReplyDelete
  16. დღეს მივიღე ამანათი ამერიკულ მისამართზე და თუ ყოველდღიურად არის ანუ ხვალ უნდა გამოიგზავნოს?

    ReplyDelete
  17. კი არის ყოველდღიური ფრენები, მაგრამ 10 დღეში ჩამოდის დღეს გამოგზავნილი და განსხვავებას ჯერ ჯერობით მე ვერ ვგრძნობ :(((

    ReplyDelete
  18. რაც ეს რეისები გახშირდა, უფრო დიდხანს უნდება ამანათი ჩამოსვლას, ადრე გამოფრენიდან ზუსტად 1 კვირაში ჩამოდიოდა, ახლა კი კვირა ნახევარი სჭირდება.

    ReplyDelete
  19. ძალიან ნელა მოდის ამანათები
    14 ოქტომბერს თქვენთან მიტანილი (USPS–ის მონაცემებით) 26 ოქტომბერს ჩამოვა მარტო :(

    ReplyDelete
  20. ზუსტად რომელ დღეებშია ამანათების გაცემა?

    ReplyDelete
  21. ბოლო რამოდენიმე კომენტარს ვეხმაურებით - საქმე იმაშია, რომ ყოველდღიური გამოგზავნები ეხლა დაიწყო 11-დან. ჯერ-ჯერობით ზოგ რეისზე მეტი გამოდის, ზოგზე ნაკლები. მაგ ნახეთ H5575276 რეისი, 11-ში გამოფრინდა ხუთშაბათი-პარასკევის ამანათები და 18-ში გაიცემა. ამიტომ გვიწერია ბლოგზე, ეს ყველაფერი დაიხვეწება, 1 კვირაზე მეტი არ უნდა დაჭირდეს ამანათებს ჩამოსვლა. ბოლოს და ბოლოს რეისების გახშირებას სხვა მრავალი სიკეთეც მოაქვს, თუმცა სწრაფად ჩამოსვლა ჩვენი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით მაქსიმალურად მიმდინარეობს ნაბიჯების გადადგმა. გმადლობთ ყველას რომ ასე აქტიურობთ ბლოგში.

    ReplyDelete
  22. სხვა სიკეთეები კარგია, მაგრამ ჩვენ ერთი უნიკალური სიკეთე: ამანათის მალე მიღება გვინდა.

    ReplyDelete
  23. ჯანო, ვიცით რომ ყველას უნდა და როგორც შევპირდით ხალხს მაქსიმალურად ვცდილობთ რეისების მალე ჩამოსვლას. 1 რეისი უკვე ვადაზე ადრე ჩამოდის, რამოდენიმეს კიდევ ნახავთ მიმდინარე კვირაში, რომ გამოცხადებულ დროზე ადრე ჩამოვა. ჩვენ მაქსიმალურ ვადას ვწერთ ბლოგზე. ინფორმაციის შეცვლისთანავე მოხდება თარიღის ჩასწორება და კომენტარის მიწერა. ასე რომ თვალყური ადევნეთ, დარწმუნდებით რომ პროგრესი იქნება. უკვე დაწყებულია აჩქარება.

    ReplyDelete
  24. არაფერს ვუჩივი უსა2გეორგიას, მივესალმები იმას, რომ ცდილობთ სერვისის გაუმჯობესებას, მაგარი ტრუხაა ეს ყოველდღიური გამოგზავნის სერვისი.
    ჩემი ნივთი მივიდა უსა-გეორგია-ს ამერიკულ ოფისში შაბათს, 16 ოქტომბერს და ნივთის აღება შემეძლება 28 ოქტომბერს.
    სხვა გადამზიდავებს, საიდანაც კვირაში 1 რეისით მოდის იგივე დროს მოანდომებდა ამანათის ჩამოსვლა.

    ReplyDelete
  25. SBA - რეისების შესახებ უკვე დაიწერა, თარიღები რასაც ხედავთ შეიცვლება უახლოესი 24 საათის განმავლობაში. ყველა რეისი ჩამოვა უფრო მალე ვიდრე დაგეგმილა თარიღით და ამას ყველა დაინახავს. გთხოვთ ასევე თავი შეიკავოთ ჟარგონული ტერმინებისგან. გმადლობთ

    ReplyDelete
  26. როგორც მოსალოდნელი იყო H5575310 და H5575320 რეისები მაგალითად უფრო მალე ჩამოფრინდა ვიდრე თავდაპირველად დაიწერა. ასევე უნდა გაგრძელდეს სხვა რეისებზეც.

    ReplyDelete
  27. ძალიან მიკვირს , მაგრამ ხშირად ჩემს კომენტარებს არ დებთ მიუხედავად იმისა რომ ჟარგონებს და მსგავს სიტყვებს არ ვხმარობ და ვცდილობ კორექტული ვიყო როგორც ტერიმინლოგიაში ასევე აზრის გამოხატვაში. გთხოვთ გაითვალისწინოთ.

    ReplyDelete
  28. maia - დემაგოგია, დეზინფორმაცია, ჟარგონები ან შეკითხვები დახმარების მისაღებად - იბლოკება. თუ არ დაიდო ალბათ ამის მიზეზი იქნებოდა.

    ReplyDelete
  29. გამარჯობათ, იცით იქნებ ამიხსნათ თუ ყოველდღიური რეისები არსებობს ჩემი ხუთშაბათს ამერიკაში ჩასული ამანათი და სამშაბათს აქ გამოგზავნილი იქით სამშაბათს ანუ ერთი კვირით დაგვიანებით რატომ უნდა მივიღო?????
    მადლობა

    ReplyDelete
  30. katy - ხუთშაბათი იყო 11 ნოემბერი, დასვენების დღე ამერიკაში, შესაბამისად ამანათი დარეგისტრირდა სისტემაში პარასკევი დღით. გამოიგზავნა მომდევნო სამუშაო დღეს ანუ ორშაბათის რეისზე, ანუ თბილისის დროით სამშაბათს. თბილისში მიიღებთ მას მომდევნო სამშაბათს.

    ასეთი ნიუანსი მხოლოდ პარასკევ დღეს ეხება. ამის შემდეგ პარასკევსაც გამოვგზავნით რეისს და შაბათ-კვირას არ გავაჩერებთ საწყობში. იმედი გვაქვს ეს დააჩქარებს პარასკევი დღის რეისის ჩამოსვლას.
    გმადლობთ.

    ReplyDelete
  31. koveldge reisis gamosvlis magivrad - chamosvlis dro sheamcirot 3 dgemde, eg iqneba uketesi
    ikos magalitad 2-jer kvirashi gamosvla amerikidan, da kvela shesabamisad dagegmavs tavisi gzavnilis mislvas tqvens ofissshi.

    codoa adamiani roca icis ro gzas realurad 18-saatamde dro unda, 1 kviris mere chamosdis tvirti

    ReplyDelete
  32. Lio - 18 საათი უნდა გეთანხმებით, თუ ბილეთი ხელში გაქვთ, სამგზავრო თვითფრინავით მოფრინავთ და გადაჯდომა მინიმალურია. სამგზავრო თვითფრინავში ტვირთის ადგილი კი არა ზოგჯერ "ჩემოდნის" ადგილი არ რჩება :)

    სატვირთო გადაზიდვებში ყველაფერი სხვანაირად ხდება. თუ დეტალები გაინტერესებთ, ოფისში რომ მობრძანდებით მენეჯერი იკითხეთ და აუცილებლად მოგახსენებთ თუ რატომ არ ჩამოდის უფრო ადრე.

    ReplyDelete