Thursday, May 6, 2010

ახალი გადაფუთვის სერვისი

USA2GEORGIA განაგრძობს მომსახურების პირობების დახვეწას. მოგეხსენებათ, რომ ტანსაცმელი და ფეხსაცმელი ამერიკიდან ჩამოდის საფოსტო ყუთებით. მიუხედავად იმისა, რომ გადაფუთვის და ზომაში შემცირების სერვისი დავიწყეთ რამდენიმე თვის წინ, ტრანსპორტირება გარკვეულ შემთხვევებში მაინც ძვირი ჯდება მოცულობითი წონის დაანგარიშების გამო.

აღნიშნულიდან  გამომდინარე, 11 მაისიდან ამერიკაში მიღებული ტანსაცმლის ამანათები, რომლებიც ყუთით შევა ჩვენს საწყობში, გადალაგდება პოლიეთილენის პარკებში და ისე გამოიგზავნება. შესაბამისად მათზე  ტრანსპორტირების წონის დაანგარიშება მოხდება მხოლოდ რეალური წონით. ცვლილება ეხება ნებისმიერი სახის ტანსაცმელს.

ასევე, თუ თქვენ შეუკვეთავთ ფეხსაცმელებს, ისინი გამოიგზავნება საფოსტო ყუთის გარეშე. მათი წონის დაანგარიშება ფიზიკური და მოცულობითი წონის გათვალისწინებით მოხდება. ჩვენი დაკვირვებით ამგვარი მეთოდით მიღებული ფეხსაცმლის წონა საშუალოდ 1კგ გამოვა.

36 comments:

  1. ფეხსაცმელზე და ბოტასზე მე ისედაც ყოველთვის 1 კილოსას ანუ $8-ს ვიხდიდი და ეხლა ყუთის გარეშე ჩამოვა და მაინც იგივე უნდა გადავიხადო?

    ReplyDelete
  2. ძალიან კარგია,რომ ასე აუმჯობესებთ თქვენს სერვისს:)იმედია,მართლაც გაამართლებს ასეთი ცვლილება.

    ReplyDelete
  3. dj - ნუ ეს პირობითად დაიწერა 1კგ, თავად განსაჯეთ, ბუნებრივი, რომ საფოსტო ყუთის გარეშე წამოსული ფეხსაცმლის ყუთები უფრო იაფი იქნება.

    ReplyDelete
  4. ვააა ზაან მაგარია. სრულყოფილი გადამზიდავია.
    ერთი დაგროვების სერვისიც განაახლეთ 10 დღე მაინც რომ იყოს დაგროვება.

    ReplyDelete
  5. გამოდის რო ყველა ამანათი გაიხსნება. მგონი ეს კაი არ უნდა იყოს :-/

    ReplyDelete
  6. ეგ ცვლილება ჩანთებსაც ეხება?? მაგალითად ბავშვის სატარებელი ჩანთა, ან ლეპტოპის ჩანთა...

    ReplyDelete
  7. არის რამოდენი მაღაზია რომლეიც ტავის სპეციალურ შეფუთვით აგზავნის ფეხსაცმელს , მშვენიერი სერვისი იქნება მსგავსი შეფუთვების გასანეიტრალებლად

    ReplyDelete
  8. გადაფუთვა კარგია, მაგრამ მე თუ მაღალქუსლიან ფეხსაცმელებს ვიყიდი და ის ყუთში თუ არ იქნება, ტრანსპორტირების დროს ხომ შეიძლება ქუსლები მოტყდეს? :(

    ReplyDelete
  9. დაგროვების სერვისი კარგი იქნება..არ მომწონს ცალ-ცალკე რო მეგზავნება....

    ReplyDelete
  10. eka - ფეხსაცმლის ყუთები კი არ გადაიყრება, არამედ ის საფოსტო ყუთი რაშიც ფეხსაცმლის ყუთებია

    ReplyDelete
  11. david - ყველა ამანათი ისედაც იხსნება ინსპექტირების მიზნით.

    ggela - ჩანტას არ შეეხება, ჯერჯერობით ტანსაცმელი და ფეხსაცმელი.

    ReplyDelete
  12. GLS Group - კარგს იზამთ, თუ ამერიკაში ტვირთის გაჩერება შესაძლებელი იქნება 1 კვირით მაინც და მერე ყველაფრის ერთად გამოგზავნა, რადგან მე მიწევს 1 კვირის შუალედით სხვადასხვა ამანათების მიღება, რაც დამატებით ხარჯთან არის დაკავშირებული.

    ReplyDelete
  13. bakar - კვირაში უკვე 2 რეისი მოდის, ასე რომ ნაკლებად არის საჭირო შეჩერების სერვისი. თანაც თუ ბევრს დააგროვებთ, საბაჟოზე ადვილად ასცდება 300 ლარიან ლიმიტს ან რაოდენობა არ მოეწონებათ.

    ReplyDelete
  14. GLS Group
    ხანდახან რთულია არეგულირო 300 ლარამდე ლიმიტი, რადგან შეიძლება 3 ან მეტი დღის შეკვეთილი პროდუქცია მიებას ადრე შეძენილს,ხომ ვერ გვირჩევდით რამეს ამასთან დაკავშირებით

    ReplyDelete
  15. au pexsacmelebze magrad texavs uyutod gamogzavna, me ar mawyobs da pexsacmelebs agar gamoviwer albat usa2georgiadan

    ReplyDelete
  16. matiass - ფეხსაცმლის ყუთებიდან არ ამოლაგდება ფეხსაცმელები. საუბარია მხოლოდ ფოსტის ყუთზე, რომელშიც ფეხსაცმლის ყუთებია.

    ReplyDelete
  17. ggela - ჯერჯერობით გარდა იმისა, რომ ნელ-ნელა შეუკვეთოთ, სხვა გამოსავალი არ არის.

    ReplyDelete
  18. გაიხარეთ, მაგრები ხართ! ისე რამდენჯერმე მართლა გული დამწყდა, ძალიან პარატა და მსუბუქ ამანათებში დიდი თანხის გადახდა რომ მომიწია დიდი საფოსტო ყუთის გამო (2.5 კილოგრამიან ამანათში 114 ლარი გადავიხადე!)

    ReplyDelete
  19. ვააა კაია ძაან მართლა რო ყუთის გარეშეც გზავნით და კვირაში 2 რეისი რო გაქვტ :O :O ესეიგი ერთი კვირა აგარ დაველოდები ჩემი ამანათის ჩამოსვლას? აი ეგ 1 კვირა შეამცირეთ და ძაან მაგარი იქნებაა დიდი ხანი მიწევს ლოდინი :( :|

    ReplyDelete
  20. ყველაფერი კარგი, მაგრამ თქვენი ოფისიდან გაცემისას ხალხმა გადასკოჩილი ამანათები ხელით რომ არ ატაროს, არ შეგიძლიათ პოლიეთილენის პარკებში ჩაულაგოთ? მემგონი კარი იქნება ..

    ReplyDelete
  21. giovarama
    გეთანხმები, კარგი აზრია,ხარჯი დიდი არაფერი გექნებათ და ხალხისთვის დამატებითი კომფორტი იქნება

    ReplyDelete
  22. giovarama

    ggela

    ვეთანხმები. :)

    ReplyDelete
  23. პარკები იყო გეგმაში ისედაც და მალე გაკეთდება :) გმადლობთ რომ რჩევებს გვაძლევთ.

    ReplyDelete
  24. მე მგონი დალოდების სერვისი მაინც სასურველია, რადგან მომხმარებელმა თავად გადაწყვიტოს ერთად ურჩევნია თუ ცალცალკე. მე პირადად ამაზონზე ნაყიდი 3 პროდუქტი, ცალცალკე ჩამომივიდა, არადა სამივეს წონა ერთობლიობაში 300გრ იყო, და ყიდვა 21$ დამიჯდა. ეხლა თქვენთვითონ გადაწყვიტეთ ასეთი ფაქტები რო გამოვრიცხოთ და ყველა რეისზე არ ვიხადოთ ყველას ტრანსპორტირების ხომ არ აჯობებდა რომ გაგეკეთებინათ დალოდების სერვისი. :)

    ReplyDelete
  25. გადაფუთვა ძალიან კარგი სერვისია, ძალიან :)
    დაგროვების აზრი არ მესმის... ამ ეტაპზე ყველაფერი რასაც აკეთებთ - საუკეთესოა :) GL

    ReplyDelete
  26. giorgi - თქვენ შემთხვევაში დალოდების სერვისი კარგი იქნებოდა რადგან გადაიხდიდით 0.5კგ-ს თანხას, ნაცვლად 1.5კგ-ის. თუ ნამდვილად შეფუთვით არის 3 ამანათი 0.5კგ-ზე ნაკლები, ალბათ დროებით სანამ დაგროვების სერვისი არ გვაქვს შეგიძლიათ 1 მაისური ან რაიმე მსგავსი მიამატოთ, რომ რენტაბელური იყოს. მითუმეტეს ზაფხულიც კარს მოგვადგა :) თუმცა ეს თქვენი გადასაწყვეტია რათქმაუნდა.

    ReplyDelete
  27. მოგმართავთ თხოვნით - როდესაც მომხამრებელი აგდებს თრექინგ კოდს პანელში იქნევ ქონდეს მიწერის საშუალება, შემდეგ რომ გროვდება რამოდენიმე ნივთი შეუძლებელია საერთოდ გარკვიო რა რა არის და საერთოდ რომელი რომელისაა.

    ReplyDelete
  28. მე არ ვეთანხმები ამაNათების პლასტიკურ პარკებში ჩალაგების აზრს: ქალაქი ისედაც სავსეა პარკებით და ნაგვით, პოლიეილენის პარკები ყველაზე დიდ ეკოლოგიურ კატასტროფას ქმნის. დიდ ამანათს პარკში მაინც ვერ ჩადებ და ყუთით უნდა წაიღო, ხოლო პატარა ამანათების წასაღებად თავად რომ მოვიტანოთ პარკები და ჩანთები არაფერი გვიჭირს. კომპანიას ათასობით ამანათის დარიგება უწევს, ამდენი პარკი დამატებით ხარჯს შექმნის და ეს ხარჯი, საბოლოო ჯამში, ჩვენს ჯიბეზე აისახება.

    ReplyDelete
  29. Maria - პლასტიკური პარკი არ იქნება, სპეციალური მუყაოს ქაღალდის იქნება :)

    ReplyDelete
  30. Maria რა ხარჯი?
    2 თეთრი? (დიდი რაოდენობის შეკვეთისას პარკების ფაი მიზერული ხდება)
    მე მიღირს რომ ეგ "ხარჯი" გავწიო და ამანათები მოხერხებულად წავიღო და არა ისე რომ ხელიდან მივარდებოდეს ყველაფერი.
    რაც შეეხება "ეკოლოგიურ კატასტროფას" მოდი ნაგვის ურნებში ჩავყაროთ და არც არანაირი კატასტროფა არ იქნება.

    ReplyDelete
  31. grayhat იქნებ გვირჩიო სად იშოვება 2 თეთრიანი პარკები რომელიც ყუთების ჩასაწყობად გამოდგება? სუპერმარკეტში 20 თეთრი ღირს პარკი.

    ReplyDelete
  32. გადაფუთვის სერვისი კარგია, მაგრამ რატომღაც მე დღეს არ შემეხო.
    ამანატის გამოსატანად რო მივედი კი გამიკვირდა მაღაზიის ყუთშივე რომ იყო ბოტასები, მაგრამ ვიპიქრე ჯანდაბას მეტქი.
    რო წამოვედი ზე ყუთზევე აღმოვაჩინე რო დაკრული ყოფილა ქაღალდი მოცულობიტი წონის ანგარიშით სადაც ეწერა 30X20.8X12.2=1.31კგ ანუ იყო 1.31კგ. ტუ 2მმ-ს ამდენი მნიშვნელობა აქვს მაშინ 1.31-ის მაგივრად ინვოისში 1.4-მდე რატო დამრგვალდა. 90 გრამს რა ტქმა უნდა არსებიტი მნიშვნლეობა არ აქვს, მაგრამ ტუ სიზუსტეა ყველაფერში იყო ეს სიზუსტე. მერე ყუთი ბოტასებიანა მაღაძიაში ავაწონინე ელექტრო სასწორზე და 900 გრამიც არ გამოვიდა. ანუ ამანათი მართლაც პოლიეთილენში გადაფუთული რომ ჩამოსულიყო 1.4-ის მაგივრად 0.9კგ იქნებოდა და 4$-ით ნაკლები დაჯდებოდა.
    იმედია მომავალში ნამდვილად გადაფუთული და ზუსტი წონით იქნება დაანგარიშებული ინვოისი

    ReplyDelete
  33. G - შეგეხო, უბრალოდ სხვანაირად გაიგე. ფეხსაცმლის ყუთები პარკებში არ იდება, არამედ საფოსტო ყუთიდან ამოდის და მხოლოდ ფეხსაცმლის ყუთით მიიღებ. მისი დათვლა მაინც მოცულობითი წონით ხდება მაგრამ შეღავათი ის არის, რომ საფოსტო ყუთში აღარ არის და უფრო იაფი ჯდება.

    ReplyDelete
  34. GLC Group
    როდესაც ტენსაცმელი და ფეხსაცმელი ერთ საერთო საფოსტო ყუთში დევს, ასეთ შემთხვევაში რა ხდება? გადალაგდება პარკებში? და როგორ დაითვლება წონა?

    ReplyDelete
  35. Tusa - კომბინირებული ამანათების შემთხვევაში უბრალოდ დაპატარავდება არსებული საფოსტო ყუთი შეძლებისდაგვარად. თუ სხვადასხვა ტიპის პროდუქცია დევს, უბრალოდ მათი ამოღბა არ გამოვა რადგან შეიძლება დაიფანტოს.

    ReplyDelete