Saturday, January 16, 2010

კურდღელს კუდი არ უნდა?

გუშინ საღამოს ერთ-ერთი კურიერი დაბრუნდა ოფისში, დაარიგა ამანათები და ფურცლები მოიტანა. როგორც წესი ამ ფურცლებზე მიტანილი ამანათების ნუსხა და შტრიხ კოდებია ხოლმე, თუმცა ფურცლის მეორე მხარეს ფანქრით დახატული კურდღელი აღმოვაჩინეთ.

- რა არის ეს? ვეკითხებით კურიერს
- კურდღელი
- მერე დოკუმენტებზე რა უნდა კურდღელს?
- რა მექნა აბა, ერთ-ერთმა ჩვენმა მომხმარებელმა დამიტოვა ბავშვი, ახლავე მოვალო. ბავშმა ტირილი დაიწყო და ვართობდი როგორც შემეძლო 30 წუთის განმავლობაში.

ყველაზე სასაცილო კი ამ ამბავში ის არის, რომ აცრემლებული ბავშვი კურდღლის დანახვაზე ცოტა ხნით გაჩერდა, მიუტრიალდა კურიერს და გაოცებული ეკითხება: "კურდღელს კუდი არ უნდა???" და განაგრძო ტირილი.

6 comments:

  1. ბრავო მშობელს :)
    ბრავო კურიერს

    ReplyDelete
  2. Looooooooool

    ძააან მაგარი იყოო :))

    ReplyDelete
  3. ყოჩაღ კურიერ !!!!!! - ჩვენი კუმირი ხარ !!!!!!!

    ReplyDelete
  4. ხოდა კურდღელი დაარქვით თქვენს ბარათს...

    ReplyDelete
  5. :) მაგარია, მადლობა კურიერს!

    ReplyDelete